Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

სალომე სამადაშვილი: ქვეყანა დე ფაქტო რუსეთიდან იმართება, თუ ქართველი ხალხი ამ რეჟიმისგან თავს გაითავისუფლებს, ევროპული მომავალი ექნება, თუ არა…

0

თუ ქართველი ხალხი ამ რეჟიმისგან თავს გაითავისუფლებს, მაშინ საქართველოს ევროპული მომავალი ექნება, თუ არა – იარსებებს ისე, როგორც ბელარუსი , – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მმართველი გუნდის არჩევანი ოლიგარქიული ფეოდალურის სისტემაა, მაშინ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და საქართველო იარსებებს, ისე როგორც ბელარუსი.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკუთარ ტყუილებში იბლანდება და მტკნარი სიცრუეა, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური წონა ადეკვატური არ არის.

„კობახიძე საკუთარი ტყუილებში ძალიან აბლანდულია. „ქართული ოცნება“ მარტო იტყუება, სიმართლეს აღარ საუბრობს და ჩვენ ვიცით, რომ „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“.

ჩვენ ევროკავშირში რეალურად გვითხრეს, რომ ოლიგარქიული რეჟიმი და ევროკავშირი ერთად არ გამოდის. თქვენ უნდა აირჩიოთ – ან ხართ დემოკრატიული სახელმწიფო, ან ხართ ოლიგარქიული ფეოდალური სისტემა. თუ ოლიგარქიული ფეოდალურის სისტემა არის „ქართული ოცნების“ არჩევანი, მაშინ დიახ, ივანიშვილის დასანქცირებას მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ისინი უკვე ღიად ამბობენ, რომ საქართველო ბელარუსად გადაიქცა, რომ მას ევროკავშირთან მიმართებაში არანაირი დღის წესრიგი არ აქვს და შესაბამისად, არ ადარდებთ არც ევროპული შეფასებები და არც ის, სანქციებს შემოიღებს თუ არა ევროკავშირი ივანიშვილთან მიმართებით. შესაბამისად, ეს ქართველ ხალხს ეუბნება, რომ ამ ქვეყნის ევროპული და დასავლური მომავალი მორჩა, ეს ქვეყანა არის გადაქცეული უკვე რუსეთის უკანა ეზოდ და დე ფაქტო რუსეთიდან იმართება. თუ ქართველი ხალხი ამ რეჟიმისგან თავს გაითავისუფლებს, მაშინ მას ევროპული მომავალი ექნება, თუ არა – იარსებებს ისე, როგორც ბელარუსი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, არავის უთქვამს, რომ საქართველოს ევროკავშირთან მომავალი რომელიმე ერთ კონკრეტულ საქმეზე, კერძოდ კი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საკითხზეა დამოკიდებული.

მისივე განმარტებით, „თუ ევროკავშირის 12 მოთხოვნა რაღაც დონემდე შესრულებული არ იქნება, ხვალ რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაიყვანონ, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს“.

„ერთობლიობაში არის ეს სურათი ისეთი, რომ წარმოუდგენელია, ასეთი მდგომარეობის მქონე ქვეყანას ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამიტომ არის, რომ მრავალი თვეა „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, გაატაროს ის რეფორმები, რასაც ევროკავშირი ელოდება, იმიტომ რომ ამის გარეშე ვერანაირი კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ,“ – აღნიშნა სამადაშვილმა.

მან ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი საქმეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილს ადრე თუ გვიან გარკვეული საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება და იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი მასთან ერთად ამ მდგომარეობაში აღმოჩენას არ აპირებს.

„მას როგორც ყოფილ ევროპელ დიპლომატს და ადამიანს, რომელსაც დასავლეთში თავისი კავშირები აქვს, ჩემი აზრით, არ უნდა უნდოდეს დასანქცირებული რუსი ოლიგარქების გვერდზე მდგომი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გარემოში დარჩენა. არ მგონია, ეს მისთვის ერთადერთი არჩევანი იყოს. მე იმედი მაქვს, რომ ის საკუთარ დასავლურ კავშირებს მოუფრთხილდება და შესაბამისად, გადაწყვეტილებებს მიიღებს, იმიტომ რომ ასე თუ გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილს ადრე თუ გვიან გარკვეული საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება და იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს, რომ მასთან ერთად ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. იმედი მაქვს, საკუთარი ქვეყნის და საკუთარი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

 





Губернаторы России
Москва

Мэр Москвы Собянин сообщил об уничтожении беспилотника над Подольском





Москва

Приём подолога в Первом Даниловском медицинском центре


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Мэр Москвы Собянин сообщил об уничтожении беспилотника над Подольском



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

Мама Тимати не справляется с внучкой: «Сказать, что мне трудно — ничего не сказать»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Фитнес прокачивает онлайн // Благодаря чему растет спрос на видеотренировки

Развод на договорных матчах: схемы, риски и пути предотвращения

Поцарапанному пандой Катюшей киперу подарили футболку с извинениями


Арина Соболенко

Соболенко сделала признание о соперничестве с Рыбакиной



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Леонида Ярмольника и его супругу Оксану выписали из больницы



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России