ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში მორიგი ეფექტური გოლი გაიტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი გოლი გაიტანა იტალიის სერია A-ში, სადაც ქართველის „ნაპოლი“ „სასუოლოსთან“ სტუმრად თამაშობს.
23-ე ტურის მატჩში, 22 წლის კვარაცხელია, ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაშია და ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა – ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, მცველებს ეფექტური მოძრაობებით გასცდა და ულამაზესი გოლი გაიტანა.
ხვიჩას შანსი აქვს, 2006-07 წლების სეზონის შემდეგ, ევროპის ტოპ-ლიგაში პირველი ფეხბურთელი გახდეს, ვინც სადებიუტო სეზონში 10 გოლთან ერთად, 10 საგოლე პასს შეასრულებს. ხვიჩას ანგარიშზე ამჟამად 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.