წულუკიანი: სტრასბურგში ძალიან კარგი სამსახური მივატოვე. დავდიოდი ევროპაში, ჰიმალაის მთებში, აფრიკაში. აფრიკა და აზია მოვლილი მაქვს ფეხით, ევროპა თავისთავად და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ …
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლომდე გასანადგურებლად იბრძოლებს.
„მე მიშაზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკს არ შევწყვეტ. როგორც კი ეგენი არ იქნებიან, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, მაგრამ, რომ არიან, მეც ვარ.
სტრასბურგში ძალიან კარგი სამსახური მივატოვე. დავდიოდი ევროპაში, ჰიმალაის მთებში, აფრიკაში. აფრიკა და აზია მოვლილი მაქვს ფეხით, ევროპა თავისთავად და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ, როგორც კი ჩემს მაგიდაზე იმატა საქმეებმა, ოჩიგავას საქმემ, ასეთმა საქმეებმა, მათ შორის მოლაშვილის საქმემ, შემდეგ ვარდების რევოლუცია მოხდა, იმატა საქმეებმა, რომელშიც რასაც ვკითხულობდი, ჯოჯოხეთი იყო. მაშინ ვთქვი, რომ მე უნდა წავიდე და რასაც შევძლებ, იმას გავაკეთებ-მეთქი. სანამ ამათი დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება არ მოხდება, რა თქმა უნდა, მე ერთ ჯარისკაცად ვიდგები და ვირტუალურ ხმალს ვიქნევ“, – ამბობს წულუკიანი.