წულუკიანი: მიშას არ აკლია მოვლა-პატრონობა, VIP პალატაშია, ერთი ჩვეულებრივი სიმულიანტია
„მიშას არ აკლია მოვლა-პატრონობა, VIP პალატაშია“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ბოლომდე მოიხდის.
„მიშას არ აკლია მოვლა-პატრონობა, VIP პალატაშია, ერთი ჩვეულებრივი სიმულიანტია. მაინც მჯერა, შეეგუება თავის სასჯელს და, რა თქმა უნდა, ბოლომდე მოიხდის ამ სასჯელს“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.