ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და საქართველოში მიიწვია
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა შოლცს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.
„მიმდინარე წელს, მარტში, ბერლინის მსოფლიო ტურისტული ფესტივალის - „აი-თი-ბი ბერლინის“ მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფესტივალი არა მხოლოდ შესანიშნავი საშუალებაა ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და მეტი ვიზიტორის მოსაზიდად, არამედ ეს არის გზა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ტურისტული სექტორის შემდგომი განვითარებისათვის“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განვცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.