როგორ ვიზრუნოთ სწორად საკუთარ თავზე
საკუთარ თავზე ზრუნვა გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მაგალითად, სადმე წაიკითხეთ, რომ ბაღში მუშაობა და მცენარეებზე ზრუნვა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს პროცესი სიამოვნებას სულაც არ განიჭებთ. აუცილებელია არაა, საკუთარი თავი აიძულოთ, რომ გააკეთოს ისეთი რამეები, რაც მას არ მოსწონს, ეს სარგებელს არ მოგიტანთ. თვითზრუნვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა გეგმა მოქმედებად იქცევა.
ასევე საკუთარ თავზე ზრუნვა მხოლოდ მაშინაა ეფექტური, თუ მისი ღირებულება დამატებით სტრესს არ გამოიწვევს. თუ სავარჯიშო დარბაზში სიარული თქვენთვის დამატებით ხარჯებთან ასოცირდება, რისი საშუალებაც არ გაქვთ, მაშინ ეცადეთ ალტერნატივა მოძებნოთ. ივარჯიშეთ სახლში, ან ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.
ზოგიერთი ადამიანი სტრესის მოსახსნელად და საკუთარი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ყოველდღიურ გეგმას ადგენს და განრიგს ზედმეტი აქტივობებით ავსებს. თვითზრუნვამ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიღოს და გადაწვის სინდრომი გამოიწვიოს. მთელი დღე მხოლოდ ერთი აქტივობის შესრულება, შესაძლოა, უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე რამდენიმე მათგანის, რადგან ეს ბედნიერებას და სიხარულს განიჭებდეთ. მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. ასე, რომ დღეში რამდენიმე გვერდის წაკითხვა, რამდენიმე ახალი სიტყვის სწავლა ან ფილმის ყურება მეტად დაეხმარება თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში ძლიერი დატვირთვა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის წარსულის გამოცდილებაზე უარის თქმა, რაც არ უნდა სასარგებლო და პროდუქტიული ყოფილიყო იგი. ხშირად გვგონია, რომ ის, რასაც ადრე ვაკეთებდით, აუცილებლად მუმდივი უნდა იყოს, მაგალითად, თუ ადრე ყოველ დილით სასეირნოდ გავდიოდით გარეთ, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვახერხებთ, მაშინ ეს ნეგატიურად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. ასე არ არის ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ ალტერნატივა და თქვენს ცხოვრებას მოარგოთ. უნდა შეგეძლოთ ადაპტირება არსებულ გარემოებებთან.
და ბოლოს, ჯანსაღი კვება, ვარჯიში, საზღვრების დაწესება, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ეს ყველამ კარგად ვიცით. ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა ერთმანეთზეა დამოკიდებული და ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. ჯანსაღი სხეულისთვის საჭიროა ჯანსაღი აზროვნება.
წყარო/ფოტო: Health Line