ბეჰატი პრინსლუ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა
ადამ ლევინს და Victoria’s Secret-ის ყოფილ მოდელს მესამე შვილი იანვარში შეეძინათ, დაადასტურა წყარომ ექსკლუზიურად PEOPLE-სთვის.
წყვილს კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს. ისინი ჯერ არ ასაჯაროვებენ ოფიციალურ ინფორმაციას მესამე შვილის შესახებ. თუმცა ინსაიდერმა ადრე განუცხადა PEOPLE-ს, რომ მშობლები „მთლიანად ოჯახზე და მის საჭიროებებზე იყვნენ კონცენტრირებულები, ვიდრე მათ მესამე ბავშვი შეეძინებოდათ”.
წყარომ ასევე განაცხადა, რომ ადამ ლევინის გარშემო გავრცელებული ჭორების შემდეგ, იგი ძალიან შერცხვენილი იყო და ცდილობდა თავისი დრო მხოლოდ ოჯახისთვის დაეთმო. ახლა ცოლ-ქმარი დროს არაჩვეულებრივად ატარებს და კვლავ ძველებური ურთიერთობა აქვს. ასევე გოგონები ძალიან ბედნიერები არიან, რომ მათ ცხოვრებაში პატარა გამოჩნდა.
“მე არ მიღალატია ჩემი ოჯახისთვის, თუმცა ზღვარი გადავკვეთე”, – განაცხადა მომღერალმა შარშან, სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმოწერის შემდეგ. ადამი ასევე აცხადებს, რომ მისი მეუღლე და შვილები ყველაზე მნიშვნელოვანნი არიან და ამ ყველაფრის რისკის ქვეშ დაყენება მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო.
წყარო/ფოტო: People