Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

გიული ალასანია: "რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს, მაინც იტყვიან, თამაშობსო?!"

0
გიული ალასანია:

„რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს?! გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!“, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელური დისკუსიის მსვლელობისას თქვა, რომ „რომ „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.“

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინაც იტყვიან, რომ „როლს თამაშობს?!“.

„მოვისმინე და, მართალი გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი. ესე იგი ადამიანმა დაიწყო იმით, რომ ის თურმე დიდი მსახიობია, რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია! ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს, მაინც იტყვიან, როლს თამაშობსო?! სისხლის ღვრისთვის ჩამოვიდაო. უკაცრავად ვის უნახავს მისი სისხლის ღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ამის მოწმე ვიყავით, ერთი ნაკაწრი არავის არ ჰქონია, რა სისხლის ღვრაზეა ლაპარაკი?“, - იკითხა გიული ალასანიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ მიხეილ „სააკაშვილი კარგი მსახიობია“.

"ის [მიხეილ სააკაშვილი] მკურნალობს კერძო კლინიკაში 8 თვეზე მეტია უკვე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს. თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი კლინიკიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა, საქართველოში ჩამოიყვანონ, ესაა ჩემი პასუხი. ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია რომელიც სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ ვრცელდება. მაგალითად, ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ ვიდეოთი, „ფეისბუქზე“, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას. არავინ დგას კანონის ზემოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყოფილი პარლამენტარის ცემით და სხვების გათვალისწინებით",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია 17-19 თებერვალს იმართება. წელს მისი ცენტრალური თემა უკრაინის ომია.კონფერენციაში მონაწილეობს მრავალი სახელმწიფოს ლიდერი და მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი. რუსეთის დელეგაცია მიუნხენში არ მიიწვიეს, განსხვავებით ემიგრაციაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან.





Губернаторы России
Москва

Мэр Москвы Собянин сообщил об уничтожении беспилотника над Подольском





Москва

Поцарапанному пандой Катюшей киперу подарили футболку с извинениями


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин принял решение увеличить фонд грантов одаренным учащимся школ искусств



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Булат Окуджава

Часовой любви. 100 лет Булату Окуджаве




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Поцарапанному пандой Катюшей киперу подарили футболку с извинениями

Развод на договорных матчах: схемы, риски и пути предотвращения

В рамках празднования Дня Победы в Москве пройдет ежегодный турнир среди студенческих футбольных команд «Вызов»


Карен Хачанов

Теннисист Хачанов вышел в третий круг "Мастерса" в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Игровой аппарат упал на 2-летнего мальчика в торговом центре на юге Москвы



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России