Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

მედია: ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას განახორციელებენ

0

თბილისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვა დასრულდა. 3 ლოტად გამოცხადებულ ტენდერში 2-მა კომპანიამ გაიმარჯვა და ამ დროისთვის კომპანიებთან ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. კომპანიების მიერ შეთავაზებული თანხის მიხედვით, მერიას გამზირის რეაბილიტაცია 28 414 000 ლარი დაუჯდება, ნაცვლად შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისას დასახელებული 30 453 589 ლარისა.

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი იანვრის ბოლოს, 3 ლოტად გამოაცხადა. სამივე შემთხვევაში განაცხადების მიღება 4 თებერვალს დაიწყო და 9 თებერვალს დასრულდა.

შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პირველ ტენდერში, რომელიც სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას მოიცავს, შპს მილენიუმ ბილდერს გრუპმა გაიმარჯვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 542 914 ლარს შეადგენდა, კომპანიის შეთავაზებული თანხა კი 8 367 000 ლარი იყო.

მეორე მონაკვეთია გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე, აქ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 021 525 ლარი იყო, აქაც კომპანია მილენიუმ ბილდერს გრუპმა გაიმარჯვა, შეთავაზებული თანხა კი იყო 11 874 000 ლარი.

მესამე მონაკვეთის – ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 889 150 ლარი იყო, შპს ერ ტე დე კი გზის ამ მონაკვეთს 8 200 000 ლარად მოაწყობს.

რაც შეეხება თავად კომპანიებს, რეესტრის მიხედვით, შპს მილენიუმ ბილდერს გრუპი 2014 წელს დაფუძნდა, ამ დროისთვის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის გიორგი ბუტიკაშვილი. შპს ერ ტე დე კი 2013 წელს დარეგისტრირდა, მისი მფლობელი და დირექტორი კი ლუხუმ ქართლოსიშვილია.

ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, „მილენიუმ ბილდერს გრუპს“ ჯამში 190 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, მოგებული აქვს 63 ტენდერი, 110 კი წააგო. კონტრაქტების საერთო ღირებულება 58 566 845 ლარია.

„ერ ტე დეს“ კი მონაწილეობა 313 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც მოგებული აქვს 75, წაგებული კი 210. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 121 268 128 ლარს შეადგენს.

ცნობისათვის, თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე სახელმწიფო შესყიდვა თავდაპირველად 2023 წლის იანვარს გამოაცხადა. თუმცა აღნიშნული ტენდერები არ შედგა. როგორც მაშინ მერიაში განმარტეს, ტენდერი ბაზრის კვლევაში შემოთავაზებული მინიმალური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით გამოცხადდა. მაშინ მერიაში ისიც აღნიშნეს, რომ ხელახალი შესყიდვა ბაზრის კვლევაში დაფიქსირებული შესაბამისი ღირებულების მიხედვით გამოცხადდებოდა.





Губернаторы России
Москва

Собянин: Производство одежды в Москве за последние пять лет выросло в 62 раза





Москва

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Мэр: Порядка 20 новых ЖК передали под заселение по программе реновации с начала года



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Розенбаум

Пугачева, слова об СВО, суд из-за пива: как живет певец Александр Розенбаум




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Only Bet – бесплатные прогнозы на спорт

Спортивные прогнозы на OnlyBet

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о популяризации спорта


Ролан Гаррос

Теннисист Рублев вышел во второй круг Открытого чемпионата Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Симферополь

День открытых дверей "Библиотека - дом, где согревают сердца"



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России