Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

როგორ აღმოაჩინა სვიმონ დადიანი და მისი ნახატები საქართველომ

0
როგორ აღმოაჩინა სვიმონ დადიანი და მისი ნახატები საქართველომ

სვიმონ დადიანი - ამერიკელი მხატვარი საფრანგეთში გადახვეწილი ქართული ემიგრაციიდან. მან ათობით ტილო დაუტოვა სამშობლოს, რომელიც ბოლოს 5 წლისამ ნახა. მისი ნახატები საქართველოში პირველად მხოლოდ რამდენიმე წლის წინ ჩამოიტანეს. სვიმონ დადიანის არსებობის შესახებ ბევრმა მას შემდეგ გაიგო, რაც პრეზიდენტის სასახლეში გამოფენილი მისი რამდენიმე ნახატი კულტურის სამინისტროს გენინსპექციამ ჩამოხსნა და სარესტავრაციოდ წაიღო.

„ერთ დღეს ჩემი დის შვილს გუნებაში ველაპარაკებოდი და ოცნებაში წავედი: ჩემი ნატვრაა, რომ ყოველი ჩემი ნამუშევარი იქნება ერთ დღეს ჩემ მამის ან ბაბუის სახლში შევკრიბო, აფხაზეთში, ზღვის პირას. ერთად მოვათავსო და გამოვფინო“, - წერს სვიმონ დადიანი თავის ერთ-ერთ ბარათში.

1921 წელს, როდესაც საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, დადიანების ოჯახი საფრანგეთში გადაიხვეწა. სვიმონის მამა ნიკოლოზ (კოკი) დადიანი სენაკის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი იყო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. დედა - მერი წერეთელი - იმერეთის მეფის ჩამომავალი, დიდი ბაბუა მიხეილ შარვაშიძე - აფხაზეთის მთავარი.

გასაბჭოების შემდეგ დადიანების ოჯახს საქართველოში აღარ დაედგომებოდა.

„ღამით, ყველანი გავიქეცით ბათუმში, დავტოვეთ ყველაფერი, ულამაზესად და მდიდრულად მორთული ბინა. გაუხსნელი ყუთები – საქორწინო საჩუქრები... ვერაფრის წაღება ვერ მოვასწარით... ასევე ყველაფერი დაკარგეს ჩემმა მშობლებმა. სიჩქარით გამოვიდნენ რტიშევის ქუჩიდან. მივიდნენ ფეხით სადგურამდე. სასახლესთან ვიღაც, ეტყობოდა ვაჭარი იყო, ჩემოდნებით დატვირთულ მანქანაში იჯდა. ბუჭუ, ჩემი ძმა, რომელიც მივიდა, რომ დედას დახმარებოდა, ამ პირს სთხოვდა წაეყვანა ქალი, სამი შვილით სადგურამდე. მან უარი უთხრა. ბუჭუმ იარაღი ამოიღო და დაემუქრა. ამ დროს პაოლო იაშვილი გამოჩნდა. ეს კაცი მისი ნაცნობი გამოდგა და ძალით ჩასვეს მერი, მია, გიორგი და სიმონიკა მანქანაში. ასე მივიდნენ სადგურში”, - ასე იხსენებდა 1921 წლის 25 თებერვალს სვიმონის უფროსი და, ბაბო დადიანი.

ბათუმიდან დადიანები სტამბულში წავიდნენ და იქ რამდენიმე თვე დარჩნენ. მოგვიანებით ბაბო ქმართან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა და თან 5 წლის სიმონიკას შეკერილი სათამაშო წამოიყოლა, კატა თუ ვეფხვი. მთელი სიცოცხლე არ მოუშორებია, გადასახლებაშიც კი თან ჰქონდა.

დანარჩენები კი გემს მარსელისკენ გაჰყვნენ.

„სთქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე“...

„ძალიან ძნელი იყო ლტოლვილობა, აბსოლუტურად დაუცველები იყვნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ გაუჭირდებოდა კოკი დადიანს, ამ პირობებში შვილისთვის განათლება მიეცა“, - ამბობს კინოდოკუმენტალისტი ნინო ხოფერია, ის ერთ-ერთია, ვინც მოგვიანებით სვიმონ დადიანის ნახატები საქართველოში ჩამოიტანა.

სვიმონი სწავლობდა პარიზში, პასტერის სახელობის ლიცეუმში, შემდეგ იტალიაში, პეროზის ხელოვნების სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან უცხო კულტურაში იზრდებოდა, ძალიან კარგად იცოდა ქართული, ბაბო დადიანს არაჩვეულებრივი კალიგრაფიით სწერდა. წერილებში ხან ვარძიის სურათის გამოგზავნას ითხოვს, ხან მარტვილის, ხან ქართული ზღაპრების კრებულს, ხან ფირფიტას საეკლესიო გალობებით, ხან კი მისი სოფლის, ნოსირის მიწას თიხის ქოთნით. ეტყობა გაუგზავნეს, რადგან მორიგ წერილში იტყობინება: „სულ თან მაქვს მარტო ნოსირის მიწა და სალამური, ორივე წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების ობლობას და სევდას“.

ერთ დაბადების დღეზე პარიზში ოჯახის წევრებს სთხოვა, საჩუქრად თქვენი მოგონებები დამიწერეთო. თითოეულს თითო წიგნაკი უნდა დაეწერა.

„დიდედამ დაიწყო წერა, მიატოვა, მამამ დაიწყო, მიატოვა. ვინ იცის, რა ძნელი იყო მათთვის წერა, ცხადია უდროობის გამო არა, უფრო ფსიქოლოგიური იყო, ვინ იცის, რა განცდებს, რა მოგონებებს გააცოცხლებდა ასეთი წერა“, - წერს სვიმონ დადიანი ბაბოს.

1939 წელს კოკი დადიანი გარდაიცვალა. სწორედ მის საფლავს ამშვენებს ეპიტაფია, რომლის ბოლო წინადადება ყველამ იცის:

„მითხარ შენდობა... და ჩემს მხარესა,

ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა,

სთქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე -

ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!“

ამერიკელი ჯარისკაცი

სწავლის გასაგრძელებლად სვიმონი ამერიკაში გადავიდა და იქ დარჩა. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკულ ჯარში მოხალისედ ჩაეწერა. მონაწილეობდა სადესანტო ოპერაციებში. მონტე კასინოს ბრძოლაში მისი ბატალიონიდან მხოლოდ შვიდი კაცი გადარჩა ცოცხალი, ერთ-ერთი სვიმონი იყო. ომის შემდეგ სამხედრო სამსახურისთვის დანიშნული გასამრჯელოთი ისევ სწავლა და ხატვა განაგრძო. მისი შემოქმედება მოსწონდათ, მასზე წერდნენ, აქებდნენ, მისი ნახატები და ქანდაკებები გამოფენილი იყო და ხალხი ათვალიერებდა.

„ბებია გვაწერინებდა წერილებს მასთან. თავად საჩუქრებს გვიგზავნიდა სან ფრანცისკოდან, ძალიან გვანებივრებდა მე და ჩემს ძმას“, - იხსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მია ღვინიაშვილი, ბაბო დადიანის შვილიშვილი.

სვიმონი წერილებში ხშირად წერს, რომ ნახატების საბოლოო ადგილსამყოფლად მხოლოდ საქართველო წარმოედგინა.

„ჩემს სურათებს შენი შვილიშვილებისთვის ვაგროვებდი... გაჩუქებას ამის გამო გადავეჩვიე... იმდენი ნამუშევარი მომიგროვდა, დასადგომ ადგილს ვერ ვნახულობ... შენ მალე შვილიშვილების ქორწილს დაესწრები. მე კი, თუ მეღირსა, მაშინ ლეკურს დავუვლი... და ეს ჩემი ბავშვობის მერე პირველად იქნება... სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი. და ასე დარჩა...“

სვიმონს ცოლი არ შეურთავს, არც შვილი ჰყოლია. ის 1975 წლის 27 თებერვალს სან ფრანცისკოში, 57 წლისა გარდაიცვალა. ბოლო წლებში ლეიკოზით იყო ავად, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ მისმა ერთმა მეგობარმა იცოდა. სხვას არავის უთხრა, ვერაფერს მიშველიდით და ტყუილად უნდა გედარდათო.

სვიმონ დადიანის გარდაცვალების შემდეგ ნახატები ნათესავებმა ამერიკიდან საფრანგეთში ჩამოიტანეს, შეფუთეს და სხვენში შეინახეს. უნდოდათ ცხედარიც გადმოესვენებინათ, მაგრამ ამერიკამ არ დაანება. ის პატივით არის დაკრძალული, საფლავის ქვას კი აწერია: „ამერიკელი ჯარისკაცი სვიმონ (პეტრე) დადიანი“.

„მხატვრობაში სხვადასხვა პერიოდი ჰქონდა. მაქვს ორი ნახატი, რომლებზეც ბუნებაა დახატული, ის ადგილი, სადაც ამერიკული ჯარი წვრთნებს გადიოდა, ამ დროს ზოგს ჰგონია, რომ სიურრეალისტურია და სალვადორ დალის გავლენით დახატა. ცნობილია მისი აბსტრაქციები, ფიქრობენ, რომ როდესაც დაავადდა, შავის და თეთრის კომბინაციების ხატვა მაშინ დაიწყო“, - ამბობს მია ღვინიაშვილი.

 

ბევრად უკეთესი მსოფლიო

რამდენიმე წლის წინ, ოჯახის ახლობლებმა გადაწყვიტეს, სვიმონ დადიანის მემკვიდრეობა საქართველოში ჩამოეტანათ. მაგრამ ეს მარტივი საქმე არ აღმოჩნდა.

„ფრანგული მხარე ამ ნახატებს სრულიად უსასყიდლოდ გვაძლევდა, მხოლოდ წამოსაღები ფული იყო საჭირო. 2017 წელს კულტურის სამინისტროს მივწერეთ. გვიპასუხეს, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ამის განხორციელებაო“, - ჰყვება ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი ნინო ხოფერია.

სხვადასხვა უწყებაში ამაოდ სიარულის შემდეგ საფრანგეთში ჩასვლა თვალის ექიმის გიორგი ჯავრიშვილის ხელშეწყობით მოახერხეს.

„მან დააფინანსა, რომ სამი კაცი ჩავსულიყავით და გვენახა ნახატები, ფილმი გადაგვეღო. ისიც არ ვიცოდით რა დაგვხვდებოდა, აქამდე მხოლოდ შავ-თეთრი ესკიზები გვქონდა ნანახი. ჩავედით. ნახატები რომ გახსნეს, გახარებული ერთმანეთს ვეხვეოდით. მერე საჭირო იყო წამოღება. საფრანგეთს იმასაც ვერ ვეუბნებოდით, რომ ქართულ მხარეს ეს არ სჭირდება. იტყოდნენ, იყოს მაშინ აქო. საქართველოს პრესტიჟის გამო ამას არ ვამბობდით“, - ამბობს ნინო ხოფერია.

თანდათანობით საქმეში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი, რომლის მშობლებიც თავის დროზე დადიანებთან ახლობლობდნენ. მაშინ ზურაბიშვილი პარლამენტის დეპუტატი იყო. საქართველოს ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა ნახატების ტრანსპორტირება საკუთარი ფულით დააფინანსა. 2017 წელს სვიმონ დადიანის 22 ტილო საქართველოში ჩამოიტანეს და ხელოვნების სასახლეს გადასცეს. ამ ტილოებიდან 13 დღეს ხელოვნების სასახლეშია გამოფენილი, 4 - საცავშია, 5 ტილო იყო გამოფენილი პრეზიდენტის სასახლეში, რომლებიც ამჯერად რესტავრაციაზეა წაღებული.

2018 წელს ხელოვნების სასახლემ მოამზადა წიგნი „სვიმონ დადიანი - ქართველი მოდილიანის დაბრუნება“, მასში ნახატებთან ერთად შესულია სვიმონის გამოგზავნილი წერილებიც, რომელთა ადრესატი მისი და, ბაბო იყო.

„აბა, რამდენი წელი გავიდა სტამბოლში ლტოლვილობის შემდეგ! არ ვიცი გახსოვს თუ არა, ერთ ღამეს თქვენთან დამტოვეს და თქვენ სახლში დივანზე დამაწვინეთ. უცებ უზარმაზარი პეპელა შემოფრინდა. შენ შეშინდი, შენი ძვირფასი მეუღლე ალიოშა გამოეკიდა მას და შარვალს უქნევდა. რამდენი ვიცინეთ, პეპელა კი ოთახიდან ძლივს გავდევნეთ...“

„ლევანი და მისი ცოლი ჯერ ჩემთან მოვიდნენ ცოტა ხნით ნაშუადღევს - ხუთშაბათს მათთან ვისადილე - დედამისმა ძალიან გემრიელი ქართული სადილი მოამზადა - საწყალი ბევრი ამუშავეს, შენი ქება და დიდება ბევრი იყო - ვითომც მე ამ საკითხზე გამაკვირებს. მეტი რა გითხრა - ძნელი იყო ბაასი, დედამისი ინგლისურს არ ლაპარაკობს (ოჯახში რუსულს ლაპარაკობენ), თვითონ ქართული სულ არ ესმის. მართალი გითხრა გული დამწყდა, რო ასეთი უჯიშო და უვიცი არის. გული რატო დამწყდა? ბუნებრივია და ცხადია ერთი რამ, მე მინდა, რომ ჩემი ოჯახის წევრი იყოს კარგი ყაიდის, არამარტო კარგი შეხედულობის, არამედ კარგი მოქართულეც“.

„მართალი გითხრა ძალიან შევწუხდი ბიძია ლუარსაბი რომ გარდაიცვალა - ძნელი იყო მისთვის საბჭოეთში დაბრუნება, მას ხომ ჩვენ ყველა ისე შეუყვარდით, ამიტომ განშორება გაუჭირდა, ჩვენ აქ ყოველთვის ვამბობთ, რომ ზუსტად არ ვიცით აქიდან საით მივიწევთ - თუმცა ისიც ცხადია, რომ აქაურობა ბევრად უკეთესი მსოფლიოა, რადგან აქედან არავინ გარბის...“





Губернаторы России
Москва

Мэр Собянин: в Москве стартовали испытания первого в РФ беспилотного трамвая





Москва

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

В московской мэрии не планируют запрещать самокатам ездить по тротуарам



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Nirvana

Apple Music составил рейтинг 100 лучших музыкальных альбомов всех времён — в топ-10 попали Кендрик Ламар, Nirvana и Майкл Джексон




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии водных видов спорта в Ставрополье

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о спорте и ежедневных здоровых привычках

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге назвала главные стимулы россиян для систематических занятий физкультурой и спортом


ATP

Российский теннисист Медведев опустится на строчку в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии спорта в селах Чукотки



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России