დღე ისტორიაში – 24 თებერვალი
2016 წელს საფრანგეთში მე-8 საუკუნის მუსლიმთა სამარხები აღმოაჩინეს.
2014 წელს ავსტრალიაში უძველესი კრისტალი აღმოაჩინეს, რომელიც 4.4 მილიარდ წელს ითვლიდა.
2008 წელს ფიდელ კასტრომ, 32 წლიანი მმართველობის შემდეგ, კუბის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.
1998 წელს დედოფალმა ელისაბედმა ელტონ ჯონი რაინდის წოდებით დააჯილდოვა, მის მიერ გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისთვის.
1989 წელს ქვად ქცეული დინოზავრის კვერცხი იპოვეს, რომელშიც ასევე გაქვავებული დინოზავრის ემბრიონი აღმოაჩინეს. იგი 150 მილიონ წელს ითვლიდა.
1981 წელს ბუკინგემის სასახლეში ლედი დაიანასა და პრინც ჩარლზის ნიშნობა გამოცხადდა.
1920 წელს ადოლფ ჰიტლერმა გერმანიაში ფაშისტური პარტია დააარსა.
1868 წელს ენდრიუ ჯონსონი გახდა ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომლის რომლის პასუხისმგებაში მიცემა იმპიჩმენტის გზით მოხდა.
1711 წელს ლონდონში ცნობილი ოპერის “Rinaldo” პრემიერა შედგა.
1530 წელს კარლ V ავსტრიის მეფე გახდა.
წყარო/ფოტო: The Fact Site