პუტინი თავის იმპერიალისტურ მიზნებს ვერ მიაღწევს, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება-შოლცი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწევს.
"რაც უფრო მალე მიხვდება რუსეთის პრეზიდენტი, რომ იმპერიალისტურ მიზანს ვერ მიაღწევს, მით უფრო სავარაუდოა, რომ ომი მალე დასრულდება. ეს პუტინის ხელშია. მას შეუძლია ბოლო მოუღოს ამ ომს", - განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, გერმანია უკრაინას " მაქსიმალურად დაუჭერს მხარს" იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამასთან გერმანიის მთავრობა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ " რუსეთსა და ნატოს შორის ომის ესკალაცია არ მოხდეს,"-აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, უკრაინისთვის შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკით, ფინანსებით და ჰუმანიტარული ტვირთების სახით გერმანიის დახმარებამ 14 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
თებერვლის დასაწყისში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა კიევში, სადაც გამოაცხადა, რომ უკრაინა ევროპის რამდენიმე ქვეყნისგან მიიღებს Leopard 1-ის ტიპის 100-ზე მეტ საბრძოლო ტანკს.
ტანკებს გაგზავნიან გერმანია, ჰოლანდია და დანია, ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.
პისტორიუსის თქმით, 20-დან 25-მდე ტანკი უკრაინაში ზაფხულში ჩავა, დაახლოებით 80 - წლის ბოლოს, 100-ზე მეტი კი - 2024 წელს, აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის, ოფი