ქეითი და უილიამი რაგბის მატჩს დაესწრნენ
ეს იყო სამეფო რაგბის მატჩი ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამისთვის.
უელსის პრინცი და პრინცესა შაბათს გაემგზავრნენ კარდიფში, რათა Principality Stadium-ზე უელსისა და ინგლისის დაპირისპირება პირადად ეხილათ. საინტერესო ის გახლავთ, რომ ორივე მათგანი სხვადასხვა გუნდს გულშემატკივრობს.
პრინცი უილიამი უელსის რაგბის კავშირის მფარველია 2016 წლიდან, ხოლო პრინცესა ქეითი მხარს უჭერს ინგლისს, როგორც რაგბის ფეხბურთის ლიგის და რაგბის ფეხბურთის კავშირის მფარველს.
ქეითს ეცვა წითელი და თეთრი Catherine Walker-ის ქურთუკი, რომელიც პირველად 2018 წელს ჩაიცვა შვედეთში მოგზაურობის დროს. უილიამი მუქი ლურჯი პიჯაკით და წითელი ჰალსტუხით იყო წარმოდგენილი.
გასულ თებერვალში სამეფო წყვილი ასევე ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს უელსისა და ინგლისის თამაშს. თუმცა ისინი უფროს ვაჟთან, პრინც ჯორჯთან ერთად, იმყოფებოდნენ ტვიკენჰემის სტადიონზე.
წყარო/ფოტო: People