Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

ჟურნალისტები პარლამენტში “ხალხის ძალის” კანონპროექტს აპროტესტებენ (ვიდეო)

0

საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ იმართება აქცია საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი “ხალხის ძალის” მიერ შემუშავებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს არის რუსული კანონი და ხელისუფლებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით მათი გაჩუმება უნდა.

“არ მოეწონათ, რომ ვამხილეთ, რუსულ კანონს რომ გვახვევდნენ თავს. ახლა თქვეს, რომ სიტყვა-სიტყვით თარგმნეს ამერიკული კანონი. თქვენ ხომ ყველამ იცით, რომ [ამერიკული კანონი] ლობისტებზეა. თუ შეხედავთ ბიძინა ივანიშვილის კონტროლირებად ტელევიზიებს, ძირითადად ამერიკიდან და ევროპიდან დონორებს აშავებენ.
ახლა ამ კანონის არსია, რომ გაგვაშავონ და დაგვარქვან “უცხოური გავლენის აგენტი”, არადა, არაფერს არ ვაკეთებთ იმის გარდა, რომ ხალხს ინფორმაცია მივაწოდოთ და ხელისუფლების სახე დავანახოთ. ახლა ჩვენ და მოსახლეობა ვართ სამიზნეში. უნდათ, არ ჰქონდეთ ინფორმაცია”, – თქვა “სტუდია მონიტორის” ხელმძღვანელმა ნინო ზურიაშვილმა, რომლის ორგანიზაციასაც არაერთი ჟურნალისტური გამოძიება აქვს ჩატარებული ხელისუფლების შესახებ.
პარლამენტში ჟურნალისტების ამ აქციაზე მისვლა სურდათ სამოქალაქო აქტივისტებსაც. როგორც გაირკვა, მათ საშვები გაუუქმეს. მათ შესაყვანად საშვთა ბიუროსთან მივიდა ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. “ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს პარლამენტში მოქალაქეების შეყვანის შესაძლებლობა.
კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ინიციირებულია მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, “ქართული ოცნებიდან”, წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური გავლენის აგენტად” მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, “ხალხის ძალამ” თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის “რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ”.




Губернаторы России
Москва

Собянин: В ТиНАО в программу реновации включили 268 домов





Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о ключевой роли МСП в экономике страны


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В ТиНАО в программу реновации включили 268 домов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

OG Buda

Настоящая дружба: как Федук и OG Buda выглядели до популярности




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии спорта и повышении его доступности для граждан

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии водных видов спорта в Ставрополье

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии спорта в селах Чукотки


ATP

Даниил Медведев идет третьим в чемпионской гонке ATP, Андрей Рублев — пятый



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Киев

Зеленский пожаловался, что западная помощь опаздывает



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России