გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომა დაიწყო რუსეთის კრიტიკით უკრაინაში შეჭრისთვის
გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ ჟენევაში სხდომა გახსნა რუსეთის მწვავე კრიტიკით, უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.
სხდომა 4 აპრილამდე გაგრძელდება. მისი გახსნის დღეს, 27 თებერვალს, სიტყვით გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა თქვა, რომ შარშან 100 მილიონამდე ადამიანი გახდა იძულებული კონფლიქტს გაჰქცეოდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია და ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია "ყველა მხრიდან თავდასხმის ქვეშაა".
"უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია ადამიანის უფლებების ყველაზე მასობრივი დარღვევა, რომლის მომსწრენიც ვართ დღეს", - თქვა გაეროს ხელმძღვანელმა.