Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

ტყვია-წამალი უკრაინას - ევროკავშირი მარაგების შევსებას ცდილობს

0
ტყვია-წამალი უკრაინას - ევროკავშირი მარაგების შევსებას ცდილობს

დღეს ევროკავშირისა და ნატოსთვის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კიევისთვის ტყვია-წამლის მიწოდების საკითხია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვის დასაწყისში ბრიუსელში ვიზიტისას სწორედ რუსეთის ახალი შეტევის მოსაგერიებლად აუცილებელი სამხედრო რესურსების შესახებ ილაპარაკა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დასავლელ კოლეგებთან საუბრისას დააკონკრეტა, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება 155-მილიმეტრიანი საბრძოლო მასალების 1 მილიონი ერთეული.

ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი დასავლეთს სჭირდება შეავსოს რეზერვები, რომლებიც სწრაფად იწურება. თუ რამდენად სწრაფად - ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, მაგრამ ცნობილია, რომ უკრაინის მიერ მოთხოვნილი მასალების გარდა საჭიროა HIMARS-ის რაკეტების და საჰაერო თავდაცვის სისტემების მასალების მარაგების შევსება. ამან ბრიუსელი მოქმედებაში მოიყვანა.

ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხს სტოკჰოლმში განიხილავენ, სადაც 7-8 მარტს შეიკრიბებიან. ამ დროისათვის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი მოამზადებს კონკრეტულ წინადადებებს მარაგების შევსებასთან დაკავშირებით. ამ წინადადებას შემდეგ, სავარაუდოდ, ევროკავშირის ლიდერები დაამტკიცებენ მარტის ბოლოს, ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის დროს.

ბორელმა ევროკავშირის ლიდერებს გასულ კვირას წერილი მისწერა, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო. ბორელი წერს: „სასწორზე დევს უკრაინის მომავალი. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინის გვერდით ვიდგებით ყველა საჭიროებაში. დასაკარგი დრო არ გვაქვს“.

ბორელის შეთავაზებაა გამოიყენონ ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტი (European Peace Facility) - ფინანსური ხელსაწყო, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ რეგულარული ბიუჯეტის მიღმა პროექტების დასაფინანსებლად. EPF-ის მეშვეობით ამჟამად ხელმისაწვდომია 2 მილიარდამდე ევრო. საკითხავია, თუ რამდენად საკმარისი იქნება ეს თანხა. ესტონეთმა ამასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სადისკუსიო დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის არტილერია დღეში საშუალოდ 20 000 – 60 000 ჭურვს იყენებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის ყოველ დღეს იყენებს დაახლოებით ევროპის მთელი თვის ჭურვების წარმოებას (ამჟამად ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი თვეში 20 000 – 25 000 ჭურვს შეადგენს).

ამ დოკუმენტის თანახმად, ევროპამ თავდაცვითი ინდუსტრიის წარმოება შვიდჯერ უნდა გაზარდოს (4 მილიარდ ევრომდე), რათა რეზნიკოვის მოთხოვნა 6 თვეში შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მილიონი ერთეულის წარმოებისთვის ევროპას 4 წელი დასჭირდება.

აქ ორი მთავარი დაბრკოლება კოორდინაცია და ერთობლივი შესყიდვებია. ნატოს ამის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მათ გზას ევროკავშირიც დაადგება. თუმცა ბრიუსელი სავარაუდოდ მოითხოვს, რომ წარმოება ევროპაში დარჩეს.

ნატოს ოფიციალური პირებიც, პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ მარაგები ომამდეც კი არასაკმარისი იყო. ხოლო ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ევროპაში ფართომასშტაბიან ომს არავინ ელოდა. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ დასავლეთში წარმოებული იარაღის უმეტესობა სპეციფიკური დანიშნულებისაა და ის არ იყო გათვლილი ტყვია-წამლის მასშტაბურ დამზადებაზე. არადა, ახლა სწორედ ამის საჭიროებაა.

ასევე, საჭირო გახდება, რომ მთავრობამ ინდუსტრიას გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი მოთხოვნის არსებობის შესახებ. ეს, როგორც წესი, ნიშნავს გრძელვადიან კონტრაქტებს.

თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, რომლებსაც მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება ვერ უშველის. მათ შორისაა ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტი და ჭურვების დასამზადებელი მასალების სიმცირე.

ერთი მარტივი გამოსავალია საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა. ამჟამად მიიჩნევა, რომ მარაგების მხრივ ყველაზე კარგი ვითარება აქვთ ბრაზილიას, ისრაელსა და სამხრეთ კორეას.





Губернаторы России
Москва

Собянин: заявки на «Московскую реставрацию» принимаются до конца сентября





Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин подвел итоги фестиваля «Москва — на волне. Рыбная неделя»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Ивлеева

Хозяйка «голой» вечеринки Анастасия Ивлеева открывает в Москве азиатский ресторан




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Spirit. Fitness откроется в ТРЦ Мегаполис

Хоккеисты из Красногорска завоевали бронзу на чемпионате Москвы и области

Педагоги школы №2065 вошли в ТОП-5 лучших туристских команд Москвы


Анна Калинская

«Контракта на экипировку у меня до сих пор нет» // Теннисистка Анна Калинская о лучшем сезоне в своей карьере



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Spirit. Fitness откроется в ТРЦ Мегаполис



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России