უკრაინა იუწყება, რომ რუსეთი აღმოსავლეთით თავისი სამხედროების რაოდენობას ზრდის
რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ზრდის თავისი სამხედროების რაოდენობას, იმ ფონზე, როცა მისი ძალისხმევა კონცენტრირებულია რეგიონში შეტევების წარმოებაზე - აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბი 27 თებერვალს. უკრაინის აღმოსავლეთსა და ჩრდილოაღმოსავლეთში გრძელდება მწვავე შეტაკებები უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის.
"არსებული ინფორმაციით, როსტოვს რეგიონიდან 200-მდე სამხედრო გადაიყვანეს ლუგანსკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე" - ამბობს გენერალური შტაბი თავის საღამოს განცხადებაში. გენერალური შტაბი დასძენს, რომ დღის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმებიდან 12 ჩატარდა ირანში წარმოებული, Shahed-136-ის ტიპის დრონებით, 55-ზე მეტი კი რაკეტებით.
მანამდე 27 თებერვალს ჰუმანიტარული სფეროს ორი თანამშრომელი დაიღუპა დასავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად. ეს ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა, მას მერე, რაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.