გარდაიცვალა პუტინის ყოფილი პოლიტიკური სტრატეგი, გლებ პავლოვსკი
71 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი პოლიტოლოგი, გლებ პავლოვსკი, რომელიც ერთ დროს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩეველი იყო - ამ ინფორმაციას ავრცელებს Current Time-ი.
ყოფილი საბჭოთა დისიდენტი, პავლოვსკი პუტინთან დაახლოებული პირი იყო 1996-2011 წლებში, რის შემდეგაც ის პოსტიდან დათხოვნილ იქნა. ამის მერე ის მთავრობის კრიტიკოსად იქცა.
პავლოვსკი ასევე მონაწილეობდა ვიქტორ იანუკოვიჩის წარუმატებელ საპრეზიდენტო კამპანიაში, უკრაინაში, 2004 წელს.
სიკვდილის მიზეზს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.