Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2023

რა ვადა მოითხოვა ზაზა ბიღიაშვილის ექსპერტიზისთვის სამხარაულის ბიურომ

0
7 მარტს, თბილისში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ზაზა ბიღიაშვილის ექსპერტიზის პასუხისთვის სამხარაულის ბიურომ მაქსიმალური ვადა, ერთი წელი მოითხოვა. ზაზა ბიღიაშვილს აქციაზე სავარაუდოდ მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თავის არეში, რის შედეგადაც ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, მიიღო ტვინის შერყევა და ამ დრომდე უჩივის ნევროლოგიურ გართულებებს. 


რადიო თავისუფლებას განუმარტეს სამხარაულის ბიუროში განუმარტეს, რომ დაშავებული დემონსტრანტის ექსპერტიზის პასუხისთვის მაქსიმალური ვადა დასახელდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჭიროა კომისიური ექსპერტიზა პირის გამოკვლევით და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით, რაც გარე ექსპერტების ჩართვას გულისხმობს, ეს პროცესი კი დროში ხშირად იწელება. 


"ეს არ ნიშნავს, რომ ერთ წელზე მალე არ შეიძლება არ იყოს დასკვნა" - გვითხრეს ბიუროს პრესსამსახურში. 


სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ზაზა ბიღიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ორი დასკვნა უნდა მოამზადოს, ერთი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, რომელიც მარტის აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების შემთხვევებს სწავლობს და მეორე თავად ზაზა ბიღიაშვილისთვის, რომელსაც ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. 




ზაზა ბიღიაშვილის ოჯახმა 365 დღე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნისთვის ხანგრძლივ ვადად მიიჩნია და ალტერნატიულ ექსპერტს მიმართა ექსპერტიზის ჩასატარებლად, რომლის პასუხებსაც მიმდინარე კვირის ბოლოს ელოდებიან. ბიღიაშვილის ინტერესებს "სამართლიანი არჩევნები" იცავს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა, ლელა ხათრიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ უფრო დეტალური კითხვები დაუსვეს ექსპერტიზას ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანების შესაფასებლად, ვიდრე ეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გააკეთა. 


"ჩვენს მიერ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის დასმული კითხვები უფრო ვრცელი იყო. მათ ხანგრძლივი ვადები აქვთ და მაქსიმალური ვადა დაასახელეს და არ გვაქვს მოლოდინი, რომ დროულად იქნება დასკვნა"- გვითხრა ლელა ხათრიძემ. 




ზაზა ბიღიაშვილის მეუღლემ, მაია გორგოშიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაზიანების გამომწვევი მიზეზების გარდა უნდა თქვას, რამდენად შეამცირებს ტრავმა მის შრომისუნარიანობას და იქონიებს ცხოვრების ხარისხზე. 


53 წლის კაცი დაზიანებული თვალით საპროტესტო აქციებმა თბილსერვისჯგუფში, დასუფთავების მანქანის მძღოლად მუშაობდა. ტრავმის შემდეგ ამ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებას ის სავარაუდოდ ვეღარ შეძლებს. 




 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России