Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2023

gulagu.net: "ვაგნერის" ორი ყოფილი მეთაური ბავშვების მკვლელობებზე ჰყვება

0
პროექტმა gulagu.net გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი ორი ადამიანისა, რომლებიც თავს უწოდებენ ყოფილ მსჯავრდებულებს და შემდეგ უკრაინაში გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" მებრძოლებს - რის შედეგადაც ისინი შეწყალებულ იქნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ. ჩანაწერში პირები ირწმუნებიან, რომ იყვნენ ომის ბევრი დანაშაულის მოწმეები და თანამონაწილეები.


აზამატ ულდაროვს და ალექსეი სავიჩევს gulagu.net მოიხსენიებს "ვაგნერის" ქვედანაყოფების ყოფილ მეთაურებად. ნათქვამია, რომ მათი შეწყალების ბრძანებებს ხელი მოეწერა გასული წლის აგვისტოსა და სექტემბერში. 


ულდაროვი და სავიჩევი ყვებიან ტყვეების, მათ შორის დაჭრილების მასობრივ მკვლელობებზე, ასევე საკუთრივ "ვაგნერის" იმ მებრძოლთა მკვლელობებზე, რომლებიც უარს აცხადებენ ბრძოლაზე, ყვებიან ბახმუტზე შეტევისას მშვიდობიანი მოსახლეების დახოცვის შემთხვევებზე, ბავშვების და მოზარდების ჩათვლით. კერძოდ, სავიჩევი ირწმუნება, რომ მაღალჩინოსანი მეთაურების ბრძანებით მან ყუმბარები ჩაყარა ორმოში, რომელშიც მოთავსებული იყვნენ დახოცილი და დაჭრილი უკრაინელები და რუსები, ის ასევე ამბობს, რომ მოწმე იყო 20-ზე მეტი ბავშვის მკვლელობისა. ულდაროვი აცხადებს, რომ სოლედარში პირადად მოკლა ხუთი წლის გოგონა. ულდაროვიც და სავიჩევიც აცხადებენ, რომ დახვრეტის ბრძანებებს პირადად გასცემდა "ვაგნერის" დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი. 


gulagu.net-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ამ ორი პირის მიერ მოთხრობილი ამბების სხვა წყაროებით დადასტურება არ ხერხდება. ჩანაწერში ჩანს, რომ ულდაროვი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა. 


რუსეთის არმიის და სხვა შეიარაღებული ფორმირებების, მათ შორის "ვაგნერის" მებრძოლებს უკრაინაში ადანაშაულებენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში და წამებაში, და სხვა ქმედებებში, რომლებიც შეიცავს ომის, ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ნიშნებს. დიდი რეზონანსი მოჰყვა ვიდეოჩანაწერს, რომელზეც თითქოს ასახული იყო "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლის, ევგენი ნუჟინის ჩაქუჩით მკვლელობა. თუმცა უკრაინის წყაროებს აქამდე არ უცნობებიათ იმ შემთხვევებზე, რომლებზეც ულდაროვი და სავიჩევი ჰყვებიან. 


gulagu.net-ის დამაარსებელი, ვლადიმირ ოსეჩკინი აცხადებს, რომ ორივე მათგანი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება და არავის გავლენას არ განიცდის. 


პუბლიკაციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩანაწერში გადმოცემულ ამბებს ის რეალურად მიიჩნევს. ერმაკის აზრით, ვიდეოჩანაწერი "შუქს ჰფენს უკრაინაში რუსეთის არმიის დანაშაულებს". 


პრეს-სამსახურის მეშვეობით განცხადება გაავრცელა ევგენი პრიგოჟინმაც, რომელიც ამბობს, რომ ბავშვების და მშვიდობიანი მოსახლეების დახვრეტის ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, პრიგოჟინი არც ადასტურებს და არც უარყოფს იმ გარემოებას, რომ ულდაროვი და სავიჩევი "ვაგნერის" მიერ იყვნენ დაქირავებულები. 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России