Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2023

ანა ნაცვლიშვილი: “ქართული ოცნება” დღეს პოლიტიკურად და სამართლებრივადაც შეუერთდა „კლანს“ და დაადასტურა დანაშაულში თანამონაწილეობა

0

“ქართული ოცნება” დღეს უკვე პოლიტიკურად და სამართლებრივადაც შეუერთდა „კლანს“ და დაადასტურა დანაშაულში თანამონაწილეობა – სანქცირებული „კლანის“ მფრაველობა საფრთხეს უქმნის “ოცნების” უსაფრთხოებასაც , – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შეაფასა უმრავლესობის გადაწყვეტილება მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია არ გაევლოთ და კვორუმის არ არსებობის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა არ შედგა.

როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” დანაშაულის დამალვითაა დაკავებული.

“დღეს “ქართული ოცნება” დამარცხდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დანაშაულის თანამონაწილეა და ამ დანაშაულის დამალვითაა დაკავებული.

ხელისუფლებას, რომელსაც სჯერა საკუთარი განცხადებების, რომ სასამართლოში პრობლემები და მძიმე დანაშაულები არ არის, არ შეუშინდებოდა სიმართლის დამდგენი კომისიის შექმნას. “ქართულ ოცნებას” ეშინია სიმართლის, ამიტომაც გაიქცა ბრძოლის ველიდან, რომ არ შექმნილიყო სიმართლის დამდგენი კომისია სასამართლოსთან მიმართებით.

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას მობილიზებისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს მობილიზება გაგრძელდება. თუმცა, ფაქტია “ქართული ოცნება” დღეს უკვე პოლიტიკურად და სამართლებრივადაც იმით, რაც დარბაზში მოხდა, შეუერთდა კლანს და დაადასტურა დანაშაულში თანამონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ სანქცირებული კლანის მფრაველობა საფრთხეს უქმნის “ქართული ოცმების” უსაფრთხოებასაც”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ “სოლიდარობის აქტად” შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России