გია ხუხაშვილი: ეს ბანკი სარგებლობს სისტემა Мир-ის ბარათებით და აწარმოებს პირდაპირ რუბლი-ლარი ოპერაციებს, საერთაშორისო საფინანსო კონტროლს მიღმა
“ეს ბანკი სარგებლობს სისტემა Мир-ის ბარათებით და აწარმოებს პირდაპირ რუბლი-ლარი ოპერაციებს, საერთაშორისო საფინანსო კონტროლს მიღმა. საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული აქვს უამრავი ტერმინალი. კაცმა არ იცის იქ რა ხდება!”,- ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს.
საუბარია, რუსულ ბანკზე “ტოჩკა”, სადაც აცხადებენ, რომ ლარში სავალუტო ოპერაციების განხორციელებას იწყებენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ “შეისწავლიან და თუ სანქცირებულია, მასთან არცერთი ქართული ბანკი არ დაიჭერს ურთიერთობას“. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, „ტოჩკა“ სანქცირებულია.
“სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ შეისწავლის, ТочкаБанк არის თუ არა სანქცირებული. წარმოუდგენელი განცხადებაა!

