დღე ისტორიაში – 13 მაისი
2019 წელს ჟურნალში “Nature Geoscience” გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მთვარე ზომაში მცირდება მასზე მომხდარი მთვარის მიწისძვრების გამო.
1981 წელს რომის პაპ იოანე პავლე II-ს თავს დაესხნენ და მისი მკვლელობა სცადეს.
1970 წელს The Beatles-ის ლეგენდარული სიმღერის “Let It Be” პრემიერა შედგა.
1967 წელს ზაკირ ჰუსეინი ინდოეთის პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტი ჰუსეინი იყო პირველი ინდოეთის პრეზიდენტი, რომელიც გარდაიცვალა თანამდებობაზე ყოფნის დროს, ასევე ის ინდოეთის პირველი მუსლიმი პრეზიდენტი გახლდათ.
1949 წელს ბრიტანული წარმოების პირველმა რეაქტიულმა ბომბდამშენმა პირველი სატესტო ფრენა განახორციელა, სახელად კანბერა.
1940 წელს უინსტონ ჩერჩილმა თემთა პალატაში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა.
1918 წელს აშშ-ს პირველი ავია ფოსტის მარკა გამოიცა, რომელიც 24 ცენტი ღირდა.
1913 წელს პირველი ოთხძრავიანი თვითმფრინავი იგორ სიკორსკიმ ააშენა.
1888 წელს ბრაზილიამ შემოიღო ოქროს კანონი (Lei Áurea), რომელსაც ხელი მოაწერა ბრაზილიის იმპერიის პრინცესამ. ამ კანონით გაუქმდა მონობის ყველა ფორმა.
წყარო/ფოტო: The Fact Site