Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2023

Новости за 07.05.2023

ცესკომ შეაჯამა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 7 მაისს გამართულ სხდომაზე შეაჯამა 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები. ცესკოს თანახმად, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 105 314 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 29 591-მა ამომრჩეველმა. ცესკო იუწყება, რომ შემაჯამებელი ოქმის მიხედვით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“). Читать дальше...

სად უნდა იცხოვრონ ზოდიაქოს ნიშნებმა პენსიაზე გასვლის შემდეგ

News.ge 

ალბათ, ერთხელ მაინც ყველას წარმოუდგენია საკუთარი თავი, პენსიაზე გასვლის შემდეგ. როგორი იქნება, როცა მუშაობას დაასრულებს, ასაკი მოემატება და ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ზოგს ქვიშიანი სანაპირო და მზიანი დღეები უყვარს. სხვებს ლონდონური წვიმიანი დღეები ურჩევნიათ. ვიღაცას აღმოსავლური კულტურა იზიდავს, ვიღაცას დასავლური. ლორენ ეში ასტროლოგია, რომელიც გვთავაზობს ქალაქების ჩამონათვალს, სად უნდა იცხოვროს თითოეულმა ზოდიაქოს ნიშანმა, პენსიაზე გასვლის შემდეგ. ...

როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიულ ეპიზოდებს

News.ge 

დეპრესიის ყველაზე მავნე ხრიკი არის ის, რომ იგი ჩვენი ნამდვილი ცხოვრებისგან მოწყვეტას ცდილობს და უნდა, რომ საკუთარი თავი, ახლობლები და მეგობრები წაგვართვას. ასეთ დროს, თითქოს ყველაფერი აზრს კარგავს, ამიტომ საჭირო არ არის ყველაფერში მნიშვნელობა, არსი და მიზანი ეძებოთ. არ შეწყვიტოთ იმის კეთება, რაც ერთ დროს გაბედნიერებდათ, თუნდაც ეს ისეთივე სასიამოვნო აღარ იყოს, როგორც ადრე. დეპრესიის ...



დღე ისტორიაში – 8 მაისი

News.ge 

ფაქტები 2019 წელს სინგაპურის ხელისუფლებამ მიიღო საკამათო კანონი, რომელიც ყალბი ამბების გავრცელებისა და ყალბი ანგარიშების შექმნისთვის ჯარიმას ან ათწლიან პატიმრობას ითვალისწინებდა. საზოგადოების ნაწილის მხრიდან ამას დიდი კრიტიკა მოჰყვა. 1958 წელს პერუში ვიცე-პრეზიდენტის რანგში ვიზიტის დროს სან მარკოსის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რიჩარდ ნიქსონს ქვები დაუშინეს. უყვირეს და ქვეყნიდან წასვლა მოსთხოვეს. 1933 წელს მაჰათმა განდიმ დაიწყო 21-დღიანი მარხვა. ...

სლოვაკეთის პრეზიდენტი აცხადებს ექსპერტთა შუალედური მთავრობის ფორმირებას

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ გამოაცხადა ექსპერტებისგან და სამოქალაქო მოსამსახურეებისგან შემდგარი შუალედური მთავრობის ფორმირება, რომელსაც უხელმძღვანელებს ლუდოვიტ ოდორი, ამჟამად სლოვაკეთის სახელმწიფო ბანკის, NBS-ის მმართველის მოადგილე.  პრეზიდენტის თქმით, უკვე შერჩეული არიან მინისტრებიც, თუმცა ისინი არ დაინიშნებიან 15 მაისამდე, რადგან მას მანამდე საპარლამენტო პარტიების ინფორმირება სურს. მანამდე მუშაობას გააგრძელებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ედუარდ ჰეგერი - დასძინა ჩაპუტოვამ. Читать дальше...

სროლის მორიგი შემთხვევის შემდეგ, ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს აიკრძალოს ნახევრად ავტომატური იარაღი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 7 მაისს კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდა აიკრძალოს ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, როგორიც გამოყენებული იყო ტეხასში შაბათს მომხდარი სროლისას, რომელსაც ემსხვერპლა რვა ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ბაიდენმა მიანიშნა რესპუბლიკელების უმოქმედობაზეც. პრეზიდენტმა აშშ-ის დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა ერთ დღეში მას მერე, რაც მძიმედ შეიარაღებულმა პირმა გაფრთხილების გარეშე გახსნა ცეცხლი სავაჭრო ცენტრში, დალასიდან ჩრდილოეთით - რაც აშშ-სთვის მორიგი შემთხვევა... Читать дальше...

უფლებადამცველები: ციხეში გარდაიცვალა ბელარუსი ოპოზიციონერი ბლოგერი, მიკალაი კლიმოვიჩი

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსი ბლოგერი მიკალაი კლიმოვიჩი, რომელიც დააპატიმრეს ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კარიკატურის ინტერნეტში განთავსების გამო, გარდაიცვალა ვიტებსკის რეგიონში მდებარე სადამსჯელო კოლონიაში - იუწყება მინსკში განთავსებული უფლებადამცველი ჯგუფი Vyasna (გაზაფხული) 7 მაისს.  კლიმოვიჩს ტვინში სისხლის ჩაქცევა და გულის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, სანამ 28 თებერვალს ერთი წლით მიუსჯიდნენ პატიმრობას.  ლუკაშენკას რეჟიმმა რეპრესიები აამუშავა 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ... Читать дальше...

პრიგოჟინი: დაგვპირდნენ, რომ „ვაგნერი“ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალასა და იარაღს მიიღებს

News.ge 

კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ქვედანაყოფები მიიღებენ საბრძოლო მასალასა და იარაღს საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად,- ამის შესახებ “ვაგნერის” დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, სერგეი სუროვიკინი თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიიღებს. „გვპირდებიან, რომ მოგვცემენ იმდენ საბრძოლო მასალასა და იარაღს, რამდენიც გვჭირდება საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. გვეუბნებიან, რომ... Читать дальше...



პრემიერი „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

News.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ორბელიანის მოედანზე, „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ორბელიანის მოედანი შვედურ დღეს მასპინძლობს. „ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში, მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის. მინდა მივესალმო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის, განსაკუთრებით, მინდა მივესალმო შვედეთის ელჩს და ჩვენს მერს, კახა კალაძეს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეს დღეები “ევროპის დღეებს” აღვნიშნავთ. გუშინ ...

კირილ ბუდანოვი: დავხოცავთ რუსებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკრაინის სრულ გამარჯვებამდე

News.ge 

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა რუსეთის ბრალდებებს გამოეხმაურა და უარყო ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობის შესახებ რამდენიმე რუსი პროპაგანდისტის ლიკვიდაციაში. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები გამარჯვების შემდეგ გააგრძელებენ ოკუპანტების განადგურებას. „ჩვენ მოვკალით რუსები და დავხოცავთ რუსებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკრაინის სრულ გამარჯვებამდე“, – დასძინა ბუდანოვმა.

მეუფე საბა ევროინტერგაციაზე: გინდათ? ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ? კარგად იყავით…

News.ge 

ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი საბა წმინ­და გი­ორ­გის დღე­სას­წა­ულ­ზე ხო­ნის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხზეც ისა­უბ­რა. “თვა­ლი გა­ა­ხი­ლეთ ყვე­ლამ და და­ი­ნა­ხეთ რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, სად მივ­დი­ვართ და რას გვი­პი­რე­ბენ. ჩვენ არაფ­რის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვართ, არც ევ­რო­კავ­ში­რის, არც ნა­ტო­სი, თუ სა­ხელ­მწი­ფოს სჭირ­დე­ბა და ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს ატ­რი­ბუ­ტი, დაე, იყოს ასე, მაგ­რამ ჩვენ არას­დროს არ შე­ვუ­რიგ­დე­ბით... Читать дальше...

პრიგოჟინი: "ვაგნერი" მიიღებს იარაღს ბახმუტისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად

Radiotavisupleba.ge 

რუსული გასამხედროებული დაჯგუფების, "ვაგნერის" დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ კვირას ღამით მიიღო "საბრძოლო ბრძანება", რომელიც ითვალისწინებს საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალების და იარაღის მიწოდებას უკრაინის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. ტელეგრამით გავრცელებულ პრიგოჟინის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "ვაგნერსა" და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის შუამავალი იქნება გენერალი სერგეი სუროვიკინი, არმიის გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილე. მანამდე პრიგოჟინი იუწყებოდა... Читать дальше...

ევროკავშირის ელჩი: ევროპის დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღეების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე შეკრებილებს ქართულად მიმართა და თქვა, რომ საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, რომ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. „ჩვენ "ევროპის დღეს" აღვნიშნავთ, ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“ - განაცხადა ელჩმა. Читать дальше...

"მსოფლიო რბენის მარათონს" სამი გამარჯვებული ჰყავს

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიო რბენის მარათონის გამარჯვებულები ცნობილია. 5 300 მონაწილიდან ქალებს შორის პირველობა მოიპოვა წარმოშობით პოლონელმა დომინიკა სტელმაჩმა. მან 49 კილომეტრი ირბინა. კაცებს შორის გამარჯვებულია ლევან ჩოხელი. ჩოხლემა ირბინა 55 კილომეტრზე მეტი. გამარჯვებული ცალკე გამოვლინდა ეტლით მოსარგებლეებს შორის. პირველობა მოიპოვა ნინო დარბაიძემ. მან 4.7 კილომეტრი ირბინა. გამარჯვებულებმა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. რბენის ერთ-ერთი ორგანიზატორის მაია აზარაშვილის თქმით, სურვილის შემთხვევაში გამარჯვებულთაგან... Читать дальше...

თბილისის მერია: წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს 12-მდე აკლდამაა აღმოჩენილი

News.ge 

თბილისის მერიის ინფორმაციით, აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი. მათივე ინფორმაციით, აღმოჩენის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ამჟამად, აკლდამებს სპეციალისტები იკვლევენ. არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, დიდუბის ღვთისმშობლის... Читать дальше...

მსოფლიო საკვების პროგრამა დაფინანსების ნაკლებობის გამო შეწყვეტს პალესტინელთა დახმარებას

Radiotavisupleba.ge 

დაფინანსების ნაკლებობის გამო, მსოფლიო საკვების პროგრამა (WFP) მომავალი თვიდან შეწყვეტს 200 000-ზე მეტი პალესტინელის საკვებით დახმარებას - განაცხადა ორგანიზაციის პალესტინელთა ტერიტორიების პროგრამის მაღალჩინოსანმა 7 მაისს. "დაფინანსების მძიმე ნაკლებობის გამო, WFP იძულებულია გააკეთოს მტკივნეული არჩევანი, თავისი შეზღუდული რესურსების გამოსაყენებლად" - აცხადებს სამერ აბდელჯაბერი, WFP-ის წარმომადგენელი სააგენტო როიტერსთან. "ივნისიდან WFP-ის მოუწევს დაიწყოს შეწყვეტა დახმარებისა 200 000 ადამიანისთვის, რაც... Читать дальше...

რუსეთში ეფესბე იუწყება, რომ აღკვეთილია დროებით თავდასხმა სამხედრო აეროდრომზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ აღკვეთილია ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული დრონების თავდასხმა სამხედრო აეროდრომ "სევერნიზე", ივანოვსკის ოლქში.  ეფესბე ირწმუნება, რომ დივერსიას ამზადებდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა, და თავდასხმის სამიზნეს წარმოადგენდა შორეული რადიოლოკაციის აღჭურვილობისა და მართვის მქონე A-50-ის ტიპის თვითმფრინავები. რუსეთის გამოძიების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობების მიწოდება უკრაინის ტერიტორიიდან მსუბუქი ძრავის თვითმფრინავით იგეგმებოდა. პილოტი და... Читать дальше...

წერეთლის გამზირზე სავარაუდოდ მე-19-ე საუკუნის ნაგებობები აღმოაჩინეს

Radiotavisupleba.ge 

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც სპეციალისტების ვარაუდით, მე-19 საუკუნის აკლდამებს წარმოადგენს. თბილისის მერიის ცნობით ამ ნაგებობების შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები. მერია აცხადებს, რომ სამუშაოები სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაბამისი წესების დაცვით წარმოებს.

სერბეთი გლოვობს მასობრივი მკვლელობების მსხვერპლებს, იუწყებიან, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული

Radiotavisupleba.ge 

სერბეთის გამომძიებლების თქმით, დანაშაული აღიარა ბელგრადის არეალში მიმდინარე კვირაში მომხდარ მეორე მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა. თავდასხმისას თავის არეში დაჭრილი სკოლის მოწაფე გოგონა კვლავ სიკვდილს ებრძვის, ქვეყანაში გამოცხადებულია სამდღიანი გლოვა თავდასხმების შედეგად დახოცილი და დაჭრილი 38 ადამიანის გამო.  6 მაისს დაკრძალეს თავდასხმების 10 მსხვერპლი - მათ შორის ოთხი მოსწავლე და დაცვის ერთი წევრი, რომლებიც ემსხვერპლნენ როგორც იუწყებიან არასრულწლოვანი მოსწავლის მიერ 3 მაისს სკოლაზე მიტანილ იერიშს... Читать дальше...


Музыкальные новости
Дора

Весенний сериал «Кто такая Дора?» (Дора Эрсой) Парень Ясемин Аллен





Rss.plus
Динамо

«Динамо» возглавило турнирную таблицу РПЛ после победы над «Сочи»




Акция «День пожарной безопасности и безопасности на воде»

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о новой программе для руководителей в сфере городского развития

Политолог Маркелов: США намеренно не пустили дипломатов на инаугурацию Путина

Слухи о предстоящем выступлении Канье Уэста в Москве официально опровергнуты




რუსეთის თვითმფრინავმა შავი ზღვის თავზე გადაიტაცა პოლონეთის თვითმფრინავი

Radiotavisupleba.ge 

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაიტაცა და სახიფათოდ მიუახლოვდა პოლონეთის თვითმფრინავს, რომელიც პატრულირებას ახორციელებდა ევროკავშირის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს, Frontex-ისთვის - იუწყება პოლონეთის საზღვრის დაცვის სააგენტო 7 მაისს.  Let L-410 5 მაისს პატრულირებას ახორციელებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუმინეთის განლაგების რეგიონში, როცა მას მიუახლოვდა რუსეთის Su-35 - აცხადებს პოლონეთის საზღვრის დაცვის სააგენტო, რომელიც რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავს ბრალს სდებს "აგრესიულ და სახიფათო მანევრირებაში".

ირანში სიკვდილით დასაჯეს შვედი-ირანელი დისიდენტი

Radiotavisupleba.ge 

ირანში სიკვდილით დასაჯეს შვედი-ირანელი დისიდენტი, რომელიც თურქეთის აეროპორტიდან ორი წლის წინ დაიკარგა და შემდეგ ირანის პატიმრობაში აღმოჩნდა, ტერორიზმის ბრალდებით - იუწყება სახელმწიფო მედია 6 მაისს.  ჰაბიბ ჩააბს, რომელიც დამაარსებელი და ყოფილი ლიდერი იყო სეპარატისტული ჯგუფისა სახელით "არაბთა ბრძოლის მოძრაობა აჰვაზის გასათავისუფლებლად" (ASMLA), სიკვდილი მიუსაჯეს "დედამიწაზე გახრწნილობის" გამო, რაც ყველაზე მძიმე დანაშაულია ირანის მკაცრი ისლამური კანონების მიხედვით.  ირანის ოფიციალური პირები ჩააბს... Читать дальше...

თუ სპალეტი წავა დე ლაურენტისს მთავარი მწვრთნელის პოსტზე 3 კანდიდატურა ჰყავს

News.ge 

Corriere dello sport-ის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გუნდის მომდევნო შესაძლო მწვრთნელად 3 კანდიდატურა უკვე ჰყავს შერჩეული. ესენი “ბრაიტონის” დამრიგებელი რობერტო დე ძერბი, ამჟამად უმუშევარი ანტონიო კონტე და “ფიორენტინას” მენეჯერი ვინჩენცო იტალიანო არიან. ცნობისთვის, La Gazzetta dello Sport-მა გუშინ გაავრცელა ამბავი, რომ უახლოეს დღეებში დე ლაურენტისი “პარტენოპეის” ამჟამინდელ მესაჭე ლუჩიანო სპალეტის შეხვდება და მის ...

სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი: უკრაინამ ყირიმის მიმართულებით დრონებით თავდასხმა განახორციელა

News.ge 

ოკუპირებული ყირიმის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. „ხელისუფლების“ წარმომადგენლების განცხადებით, უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართულებით წუხელ 10-ზე მეტი დრონი გაუშვა. ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის მტკიცებით, აღნიშნული დრონებიდან სამი სევასტოპოლის წინააღმდეგ გაუშვეს, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქალაქზე განხორციელებული ყველა თავდასხმა მოიგერიეს. „სევასტოპოლში არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა“, – განაცხადა რაზვოჟაევმა. აღნიშნულთან დაკავშირებით... Читать дальше...

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სეულს სტუმრობს

Radiotavisupleba.ge 

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა 7 მაისს სეულში ჩავიდა სამხრეთი კორეის პრეზიდენტთან, იუნ სოკ იოლთან შესახვედრად. ლიდერები ცდილობენ კავშირების გაღრმავებას ჩრდილოეთი კორეიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის და ჩინეთის გაძლიერების ფონზე. ბოლო 12 წელიწადის განმავლობაში ეს იაპონიის ლიდერის პირველი ვიზიტია სეულში. მარტში იუნ სოკ იოლი ტოკიოს ეწვია, სადაც ლიდერები შეეცადნენ გასცდენოდნენ ისტორიულ უთანხმოებებს, რომლებიც წლების განმავლობაში გასდევდა ფონად იაპონიისა და სამხრეთი კორეის ურთიერთობას. სეულში... Читать дальше...

სევასტოპოლში მოსკოვის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი ლაპარაკობს დრონებით მიტანილ იერიშზე ანექსირებულ ყირიმზე

Radiotavisupleba.ge 

ანექსირებული ყირიმის ყველაზე დიდი ქალაქის, სევასტოპოლის მოსკოვის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი 7 მაისს აცხადებს, რომ ღამით ნახევარკუნძული დრონების 10-ზე მეტი შეტევის სამიზნე გახდა, თუმცა ქალაქში არაფერი დაზიანებულია. მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამით წერს, რომ თავდასხმები მოიგერიეს საჰაერო თავდაცვის და ელექტრონული ომის დანაყოფებმა. რაზვოჟაევის მრჩეველი, ოლეგ კრიუჩკოვი, ერთი დღით ადრე ამბობდა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის თავზე ჩამოაგდეს ორი უკრაინული Grom-2-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა. Читать дальше...



Москва

Как сэкономить на ставке. «Выберу.ру» составил рейтинг ипотек на вторичку за апрель 2024 года


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал, как офсетные контракты развивают фармотрасль Москвы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Black Sabbath

Как бы это звучало, если бы Black Sabbath записали песню Долли Партон (Dolly Parton) "Jolene"?




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Что произошло 8 мая в истории Якутии

Турнир по пляжному волейболу «ЮМР ОПЕН» прошел в Краснодаре

Боевые приобретения. Настоящий праздник мужественности прошел в Москве


WTA

Свентек переиграла Соболенко и выиграла титул WTA в Мадриде



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России