ვალერი კვარაცხელიას შვილი Aero Handling Georgia-ს ერთპიროვნული დირექტორია
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ში ამბობენ, რომ ისინი არ გაუწევენ მიწისზედა მომსახურებას რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“, რომელმაც საქართველოში ფრენებზე ნებართვა უკვე მიიღო.
მათივე ინფორმაციით, Azimuth Airlines-ის შემთხვევაში მიწისზედა მომსახურებას განახორციელებს კომპანია Aero Handling Georgia.
ბიზნესრეესტრის მიხედვით, შპს. „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ ორი თვის წინ, 2023 წლის 21 აპრილს, დარეგისტრირდა. კომპანიას დავით კვარაცხელია (60%) და დავით წივწივაძე (40%) ფლობენ. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის ერთპიროვნული დირექტორია დავით კვარაცხელია.
დავით კვარაცხელია პოლიტიკოსის და ჟურნალისტის ვალერი კვარაცხელიას შვილია. ისინი ერთ საცხოვრებელ მისამართზე არიან რეგისტრირებული.
რაც შეეხება კომპანიის მეორე მეწილეს, დავით წივწივაძეს, ის „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილის ნათესავია. ისინი ერთ საცხოვრებელ მისამართზე არიან რეგისტრირებული.