Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2023

გრაფი შულენბურგი და საქართველო - ასწლიანი ისტორია ფოტოებში

0
გრაფი შულენბურგი და საქართველო - ასწლიანი ისტორია ფოტოებში

კაცი ფრაკით და ცილინდრით - ძაღლთან ერთად, თბილისში, გერმანიის საკონსულოს წინ დგანან. ამ ფოტოს გადაღებიდან ასი წელია გასული. მასზე აღბეჭდილი კაცი გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგია, გერმანელი დიპლომატი, რომლის ბედიც საქართველოს პირველად 1911 წელს დაუკავშირდა, როცა ის თბილისში გერმანიის იმპერიის კონსულად დანიშნეს. ძაღლიც მისია - მას ზეპლი ჰქვია.

ეს და კიდევ რამდენიმე ათეული უნიკალური ფოტო, რომელიც ბერლინის ფედერალური არქივის კუთვნილებაა, თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში, პირველად გამოიფინა და გვიამბო ისტორია კაცისა, რომელიც ქართულ-გერმანული ურთიერთობების ისტორიაში საკვანძო ფიგურად ითვლება და რომელიც, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების დიდი გულშემატკივარი იყო.

ამ სტატიაში მოგიყვებით გრაფ შულენბურგის ამბავს, რომელიც 1901 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო გერმანიის იმპერიის, ვაიმარის რესპუბლიკის და ნაცისტური გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. დიპლომატი, რომელიც 1944 წელს, ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის სიკვდილით დასაჯეს.

უბრალოდ, ბიძია ფრიცი

„ჩემთვის ის უბრალოდ ბიძია ფრიცი იყო“, - ასე იწყებს თხრობას თბილისში სტუმრად მყოფი შტეფან ფონ დერ შულენბურგი, ძმისშვილიშვილი და მემკვიდრე გრაფი შულენბურგისა.

„ამიტომ მე მოგიყვებით ამბებს ჩემს ბიძია ფრიცზე - როგორც ჩვენ მას ოჯახში ვეძახდით“, - ამბობს შტეფან შულენბურგი, რომლის დაბადების წელს, 1959-ში, ნაციონალ-სოციალისტების მიერ გრაფ შულენბურგის ჩამოხრჩობიდან უკვე 15 წელი იყო გასული.

ეს კაცი, შტეფან შულენბურგისა და მისი ძმისთვის, თან შორეული, იდუმალებით მოცული ადამიანი იყო, „უხილავი დიდი ბიძა“ და თან ძალიან ახლობელიც, რადგან ისინი იზრდებოდნენ ფალკენბერგში, მის ციხესიმაგრეში, რომელიც გრაფმა შულენბურგმა მეორე მსოფლიო ომამდე იყიდა და აღადგინა.

ეს იყო ათასი წლის, ნამდვილი ციხესიმაგრე ჩეხეთის და ბავარიის საზღვარზე, სადაც გრაფი შულენბურგი სიცოცხლის ბოლო წლების გატარებას გეგმავდა.

„ჩვენ სულ გვაწუხებდა კითხვა, რატომ აირჩია ბიძია ფრიცმა თავისი რეზიდენციისთვის ეს ციხე, რაშიც მთელი თავისი დანაზოგი დახარჯა“.

შტეფან შულენბურგს დღეს აქვს ამ კითხვაზე პასუხი - ამ ციხის რესტავრაციის უკან იმალებოდა გრაფის რომანტიკული დამოკიდებულება ციხესიმაგრეებისადმი და ალბათ, ნოსტალგიაც ძველი და კეთილი დროის მიმართ.

ის ამ ციხესიმაგრის ყველა კუთხე-კუნჭულში იყო. ყველა ნივთში, რომელიც იქ იდო - სპარსულ თუ კავკასიურ ხალიჩებში, მის კუთვნილ საბეჭდ მანქანაში, რომელზეც ისწავლეს ბეჭდვა მისმა ძმისშვილიშვილებმა, მაგრამ რატომღაც, გრაფი შულენბურგიც და მასთან დაკავშირებული ისტორიაც შორეულ, ბუნდოვან ამბად მიაჩნდათ.

შტეფან შულენბერგმა მხოლოდ წლების შემდეგ, მეოცე საუკუნის 60-70-იან წლებში, გააცნობიერა, რომ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან ძალიან ცოტა დრო იყო გასული. სინამდვილეში, ეს სულ ახლახან მომხდარი ამბები იყო:

„იმდენად ახლო, რომ მეშინოდა კიდეც ამაზე ფიქრის“.

ოჯახში, ცხადია, იცოდნენ „დიდი ბიძის“ „კავკასიური თავგადასავალიც“ - შულენბურგების ოჯახი ინახავდა ამ დროის (და არა მხოლოდ) ამსახველ უდიდეს არქივსაც - ფოტოებს, დოკუმენტებს, რომელთა ნაწილი შემდგომ ბერლინის ფედერალურ არქივს გადასცეს, მაგრამ ამის გარდა, ციხესიმაგრის მუზეუმში, ინახებოდა თბილისში მისი გერმანიის კონსულად დანიშვნის დამადასტურებელი, ხელმოწერილი დოკუმენტიც.

„წარმოგიდგენიათ? მართლა მუზეუმში ვცხოვრობდი. ასეთი ნივთების გვერდით. იქ იყო ჩვენი ბავშვობის ოთახიც, დედაჩვენის ოთახიც, სააბაზანოც და თან ეს მუზეუმიც, საჯარო სივრცე“, - გვიამბობს შტეფან შულენბურგი.

მისი მამა 12 წლისა დაობლდა. მასზე ზრუნვა სწორედ დიპლომატმა ბიძამ ითავა და ამის გამო იყო, რომ ის აღმერთებდა გრაფ შულენბურგს. პატარა ბიჭისთვის ძალიან უჩვეულო თავგადასავალი იყო მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში, ბიძასთან ერთად გერმანული თვითმფრინავით მოსკოვში გადაფრენა, კრემლის ახლოს ცხოვრება და საღამოობით მასთან ერთად სკატის (გერმანული თამაში კარტით) თამაში.

გრაფ შულენბურგის ძმისშვილიშვილს ახსოვს მამის მონათხრობიც: ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას, როგორ არ დაესწრო ბიძამისი საუზმეს, რადგან ჩაეძინა. მალევე გაირკვა, რომ იმ ღამით ის კრემლში, სტალინთან გამართულ თათბირს ესწრებოდა.

„მე როგორც ვიცი, ასე მარტივად კრემლში მისვლა ყველა დიპლომატს არ შეეძლო. ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ის იყო, რომ მას მიიჩნევდნენ როგორც რუსეთის იმპერიის, ისე კავკასიისა და საქართველოს კარგ მცოდნედ. ან იქნებ ის, რომ მან ცოტაოდენი ქართული იცოდა და, სავარაუდოდ, ისინი ქართულადაც ლაპარაკობდნენ“.

გრაფი შულებურგის თბილისში მყოფმა მემკვიდრემ კიდევ ერთი ამბავი გაიხსენა, რომელსაც, მისი თქმით, ვიკიპედია დღემდე არასწორად ინახავს - ეს ამბავი შეეხება შულენბურგის ვითომდა გულგრილ დამოკიდებულებას სომეხთა გენოციდისადმი, რაც, როგორ შტეფან შულენბურგი ამბობს, არასწორია და ეს ჩანაწერი აუცილებლად შეიცვლება.

„უბრალოდ, მას, როგორც თურქულ ოფიციოზთან კავშირზე მყოფ დიპლომატს, არ ჰქონდა შესაძლებლობა, ამაზე ხმამაღალა ესაუბრა“.

თუმცა როგორც ის მოგვითხრობს, არსებობს გრაფის ყალბი პასპორტი, მისი ფოტოთი, ოღონდ სხვა სახელითა და გვარით - კერძოდ, დოქტორ ჰაინრიჰ ბერგფელდის სახელზე გამოცემული დოკუმენტი.

ამ ადამიანის სახელით კი (რომელიც ან გრაფის ფსევდონიმი იყო, ან რეალურად არსებული ადამიანი), ძალიან ბევრი წერილობითი ანგარიშია გაგზავნილი გერმანიის საელჩოს სახელზე, კონსტანტინოპოლში, სადაც პირდაპირ წერია - რაც აქ ხდება, ეს გენოციდია და სამხედრო დამნაშავეები უნდა გასამართლდნენო.

როცა შტეფან შულენბურგი ეხება მისი ბიძია ფრიცის კარიერის იმ პერიოდს, როცა ის ნაცისტური გერმანიის მთავრობის საჯარო მოხელე იყო (ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას ის 1934 წელს შეუერთდა), კერძოდ კი, ელჩი საბჭოთა კავშირში, ამბობს, რომ ეს იყო დიპლომატის ცხოვრებაში ყველაზე დაძაბული და ტრაგიკული პერიოდი:

„ის იყო გერმანელი სახელმწიფო მოხელე, რომელიც მართალია, არ იზიარებდა ჰიტლერის იდეებს, თუმცა აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, სადაც მას მაინც უწევდა დავალებების შესრულება, ის ემორჩილებოდა თავის მთავრობას. ეს, ცხადია, არ ამართლებს მას და მისი პროტესტიც და შეთქმულებაში მონაწილეობაც იყო დაგვიანებული, რაც მას ხდის კიდეც ტრაგიკულ ისტორიულ პერსონად. მაგრამ ასეთია ისტორია“.

შტეფან შულენბურგმა გაგვიზიარა გრაფის მიერ, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ თავისი რუსი მეგობრისათვის ფრანგულ ენაზე დაწერილი და გაგზავნილი წერილის შინაარსიც, სადაც მას ატყობინებს, რომ იმ საღამოს გამოიცა ბრძანება გერმანიის არმიისა და ფლოტის მობილიზაციის შესახებ.

„მე ამ ომში მონაწილეობას ვიწყებ დამძიმებული გულით, რადგან ის არაფრის მომტანია. დაე, ეპატიოს ყველას, ვინც ამ საშინელ ომს იწყებსო... დღეს ეს სიტყვები განსაკუთრებით აქტუალური და შემზარავია“, - გვითხრა შტეფან შულენბურგმა.

ბიძის კარიერის ამ მონაკვეთზე მას გოეთეს ინსტიტუტში გამართული გამოფენის შემდგომი დისკუსიის დროსაც ჰკითხეს და 1939 წელს დადებული რიბენტროპ-მოლოტოვის (თავდაუსხმელობის) პაქტიც გაახსენეს, რომლის მომზადებაში შულენბურგის როლი არ იყო უმნიშვნელო და რომლითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ აღმოსავლეთი ევროპა ერთგვარ „გავლენის სფეროებად” დაინაწილეს.

პირველად - საქართველოში

ფრიდრიხ ვერნერ გრაფ ფონ დერ შულენბურგი - გერმანელი დიპლომატი, რომელიც 1911 წელს თბილისში, რუსეთის იმპერიის მიერ კოლონიზებული ამიერკავკასიის ცენტრში, გერმანიის იმპერიის კონსულად ინიშნება და „მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ქართულ-გერმანული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა“ ხდება, - ასე მოიხსენიებს მას ისტორიკოსი გიორგი ასტამაძე.

ის გვიამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, შულენბურგი აქ ნაციონალისტურად განწყობილ წრეებში ბევრ ადამიანს დაუახლოვდა. ამ კონტაქტებს გამოიყენებს ის მოგვიანებით, პირველი მსოფლიო ომის დროს, „ქართული კომიტეტის“, „ქართული ლეგიონის“ ჩამოყალიბების პროცესში.

რადგან იმ დროს საკონსულოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საგარეო დაზვერვის ფუნქციაც ჰქონდათ. შულენბურგის როლიც განსაკუთრებული იყო.

ეს ის დროა, გვიყვება გიორგი ასტამაძე, როცა საბჭოთა კავშირის პერიოდისგან განსხვავებით, გერმანიის იმპერია დიდ წილებს ფლობს, მაგალითად, „ჭიათურის მანგანუმში“ – „ცხადია, ეს ყველაფერი შულენბურგის ხელში გადიოდა“.

 

შულენბურგი და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში შულენბურგი ისევ ბრუნდება 1918 წლის გაზაფხულზე. ამ დროს რუსეთში მომხდარია ბოლშევიკური გადატრიალება, საქართველოში კი დამოუკიდებლობის გამოცხადების გზას ადგანან.

სწორედ ამ პერიოდში იმართება ბათუმის ცნობილი საზავო კონფერენცია, რომელშიც გერმანელებიც ერთვებიან როგორც კავკასიელების მხარდამჭერები.

შულენბურგს მისიის ხელმძღვანელად მოიაზრებდნენ, მაგრამ ოსმალეთის მხარემ მისიის მეთაურად გავლენიანი ჰალილ-ბეი დააყენა. ამიტომ გადაწყვეტილება შეიცვალა და მის საპირწონედ მისიის ხელმძღვანელად გენერალი ოტო ფონ ლოსოვი დასახელდა.

შულენბურგი გერმანული დელეგაციის დელეგატი გახდა გენერალ ლოსოვთან და დიპლომატ ვეზენდონკთან ერთად.

„ოსმალებს, ცხადია, არ სურდათ კავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება და იქ გერმანიის გავლენის დამყარება. მათ ლოსოვი და დანარჩენები იზოლაციაში მოაქციეს და კონსტანტინოპოლის გავლით, ბერლინთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო საშუალებები დაუხშეს, რასაც მოჰყვა გერმანული დელეგაციის მხრიდან ოსმალებთან კავშირის გაწყვეტა. ბათუმის კონფერენციის ჩაშლა. ოსმალურ ხომალდზე დაბინავებულმა ლოსოვმა და დანარჩენებმა ჯერ გერმანულ გემზე გადაინაცვლეს, შემდეგ, ბათუმიდან ფოთისკენ აიღეს გეზი და იქიდან გაუწიეს ორგანიზება შეთქმულებას ოსმალების წინააღმდეგ კავკასიის ტერიტორიაზე“, - გვიამბობს გიორგი ასტამაძე.

გენერალმა ლოსოვმა შულენბურგი თბილისში მიავლინა გერმანიის წარმომადგენლად. ამ პერიოდში გადაწყდა საქართველოს დამოუკიდებლობის საბოლოო გამოცხადებაც, გერმანიის სამხედრო მხარდაჭერის დაპირების ფონზე.

გერმანელების გეგმის ნაწილი იყო გერმანელი სამხედრო ტყვეებისგან ჯარისკაცების შენაერთების ჩამოყალიბება, რაც შულენბურგის ერთ-ერთი დავალება იყო. რამდენიმე დღეში დაახლოებით 65 ჯარისკაცისგან შემდგარი შენაერთი მოამზადეს და ქართულ დასახლებულ პუნქტებში ჩააყენეს.

გრაფი შულენბურგი გენერალ ლოსოვს ასეთ წერილს გაუგზავნის:

„ჩვენ დავიკავეთ ნატანები, ბორჯომი, ქოლაგერანი, სანაინი, კატარინენფელდი, ფოთი, სოხუმი... არანაირი ინციდენტი, კარგი მიღება მოსახლეობის მხრიდან, კიდევ დავიკავებთ სხვა ტერიტორიებს“.

თურქულ წყაროებზე მომუშავე ისტორიკოსების ნაშრომებზე დაყრდნობით, გიორგი ასტამაძემ ასევე გაგვიზიარა ამბავი, რომ თურმე, 1918 წლის 15 მაისს, გამოცემული იყო ოსმალეთის სამხედრო მინისტრის, ენვერ ფაშას პირადი განკარგულება, თბილისის დაკავების შესახებ.

ისტორიკოსის აზრით, „ოსმალების შეჩერებაში შულენბურგის და ზოგადად, გერმანული მხარის როლი იყო გადამწყვეტი“.

26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, შულენბურგი, პრუსიის სამხედრო წარმომადგენელთან, ობერლეიტენანტ კაიზერთან და საქართველოს ახლად შექმნილ მთავრობასთან ერთად საპატიო ლოჟაში იჯდა და იქიდან ადევნებდა თვალს დამოუკიდებლობის გამოცხადების ზეიმს.

თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში გახსნილი ფოტოგამოფენა ამ ამბების მხოლოდ ერთ ნაწილს ასახავს.

დაახლოებით ათი წლის წინ, როცა ისტორიკოსმა, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ, გერმანიის ფედერალურ არქივში შულენბურგის ფოტოებისა და იქ დაცული სხვა საარქივო დოკუმენტების ნახვა მოისურვა (მათი თბილისში გამოფენის სურვილი უკვე არსებობდა), გერმანელი გრაფის არქივი დამუშავების პროცესში იყო და მაშინ ეს ვერ მოხერხდა. თუმცა შარშან, როგორც ლაშა ბაქრაძე გვიამბობს, მან ათასამდე ფოტოდან თავად შეარჩია ის ფოტოები და დოკუმენტები, რომლებიც კავკასიას, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს უკავშირდებოდა.

დიდი იმედი ჰქონდა, რომ ამ ათას ფოტოს შორის იქნებოდა ის ერთი, სასურველი ფოტოც, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში გადაღებული, რომელზეც საპატიო ლოჟაში მყოფი გრაფი შულენბურგი იქნებოდა აღბეჭდილი, თუმცა ეს ფოტო არქივში არ აღმოჩნდა.

შულენბურგი, ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირის ელჩობა

1934 წელს, შულენბურგს, თავის კარიერაში უმნიშვნელოვანესი თანამდებობა ერგო - ის დაინიშნა ნაცისტური გერმანიის ელჩად საბჭოთა კავშირში, სადაც 1941 წლამდე მუშაობდა.

და როგორც გიორგი ასტამაძე წერს, გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმისას, 1941 წლის ივნისში, შულენბურგი იყო ბოლო გერმანელთა შორის, რომლებმაც საბჭოთა საზღვრები სწორედ საქართველოს ტერიტორიის გავლით დატოვეს.

„შულენბურგი არასოდეს ყოფილა რწმენით ნაციონალ-სოციალისტი. როგორც დიპლომატიის კაიზერული სკოლის წარმომადგენელს, ჰიტლერი შულენბურგს არ ენდობოდა და მიუხედავად იმისა, რომ ელჩის თანამდებობა ეკავა მოსკოვში, მას არ ჰქონდა დაზუსტებული ინფორმაცია გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შესახებ. შულენბურგი ხედავდა მზადებას და აფრთხილებდა ჰიტლერს, არ გადაედგა ასეთი ნაბიჯი, თუმცა, მისი გავლენა ჰიტლერის კარზე უმნიშვნელო იყო“, - ამბობს ისტორიკოსი.

მერე იყო 1944 წლის ცნობილი თავდასხმა ჰიტლერზე, ჰიტლერი გადარჩა. შეთქმულების მონაწილეები კი სიკვდილით დასაჯეს. რეპრესიებს 70 წელს მიტანებული შულენბურგიც შეეწირა.

დიპლომატი, რომელმაც საკუთარი ცხოვრების 44 წელი გერმანიის სამსახურს მიუძღვნა, გაასამართლეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, მიუსაჯეს ჩამოხრჩობა და განაჩენი სისრულეში 1944 წლის 10 ნოემბერს მოიყვანეს. მანამდე, 1944 წლის აპრილში დააპატიმრეს შულენბურგის ცხოვრების ბოლო 20 წლის მეგზური ალვინე (ალა) ფონ დუბერგიც, რომელიც ციხეში დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა.

გიორგი ასტამაძეს ვთხოვეთ შულენბურგის ნაცისტური პერიოდის კარიერის შეფასებაც, რაზეც მან გვიპასუხა, რომ შულენბურგი დღეს სრულად რეაბილიტირებულია.

გრაფის ორი აუსრულებელი სურვილი

ჩეხეთის და ბავარიის საზღვარზე მდებარე ციხესიმაგრე ფრიდრიხ შულენბურგის დაპატიმრების შემდეგ, გესტაპოს ხელში გადავიდა. ეს იყო 1944 წლის აგვისტო. მომდევნი წლის იანვრიდან აპრილამდე მას ფლოსენბურგის საკონცენტრაციო ბანაკის სპეციალური პატიმრებისთვის იყენებდნენ.

1945 წლის 28 აპრილს ფალკენბერგში მოკავშირეები შედიან. ციხესიმაგრეს ამერიკელი ჯარისკაცები იკავებენ. 1945 წლის აგვისტოდან ის ჯერ ლტოლვილების მისაღებად გამოიყენება, 1946 და 1947 წლებში კი სამხედრო ჰოსპიტლის როლს ასრულებს.

1949 წელს ციხესიმაგრე ისევ შულენბურგების ოჯახს უბრუნდება და მათია 2009 წლამდე. მის გაყიდვამდე.

ფრიდრიხ შულენბურგს ძალიან სურდა სიბერე თავის ციხესიმაგრეში გაეტარებინა და იქ მოგონებები ეწერა. მისივე სურვილი ფალკენბერგის სასაფლაოზე დაკრძალვა იყო, თუმცა მას არცერთი სურვილი არ შეუსრულდა.

ყოფილ ელჩს, როგორც 20 ივლისის ერთ-ერთ შეთქმულს, ნაციონალ-სოციალისტებმა სიკვდილი მიუსაჯეს - 1944 წლის 10 ნოემბერს ჩამოახრჩეს. მისი სხეული კრემირებულია, ფერფლი - მიმოფანტული.

დღეს კი, მისი თბილისში ჩამოსვლიდან ასზე მეტი წლის შემდეგ, შულენბურგის კავკასიასთან, საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული ფოტოების ნახვა თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში შეგიძლიათ.

ინსტიტუტის დირექტორის, ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენის სიტყვებით, ეს ფოტოამბები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გერმანიის ისტორიისთვისაც, რომელმაც, მისი სიტყვებით, ბევრი რამ გააკეთა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისთვის, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოდის - ეს კარგი თარიღია იმაზე კიდევ ერთხელ დასაფიქრებლად, რატომ იყო ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი - ვგულისხმობ მის გამოკვეთილად დემოკრატიულ მმართველობას და ცხადია, გერმანიის როლსაც“, - გვითხრა მან

- ყველაზე მეტად რომელი ფოტო მოგეწონათ? - ვკითხეთ ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენს.

- რა თქმა უნდა, აი, ეს, შულენბურგი თავის ძაღლთან ერთად.





Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о планах развития специализированной медпомощи в Москве





Москва

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах развития специализированной медпомощи в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

Вывод Песни, Альбома, Клипа в ТОП Музыкальных Чартов – iTunes, Apple Music, Youtube Music, Яндекс.Музыка, ВК и Boom, Spotify.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Спартак» обыграл «Рубин» в последнем домашнем матче Джикии

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1


ATP

Диего Шварцман: «Два чилийца в полуфинале в Риме. Шесть латиноамериканцев в топ-30. А ATP в следующем году уберет один из турниров в Южной Америке»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Мода

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России