სად და რა სახის ბირთვულ იარაღს განათავსებს რუსეთი ბელარუსში?
„არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსება ეფექტური პასუხია არამეგობრული ქვეყნების აგრესიულ პოლიტიკაზე“, - განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა 25 მაისს მინსკში რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ.