Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2023

ნატო "უსაფრთხოების გარანტიებს" განიხილავს უკრაინისთვის

0
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 1 ივნისს, ოსლოში შეხვედრისას, განიხილეს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უკრაინისთვის, რუსეთთან ომის დამთავრების შემდეგ, და ამ დროს ალიანსი ცდილობს გადალახოს აზრთა სხვადასხვაობა ნატოში კიევის გაწევრიანების გარშემო.


ხუთი კვირაში ნატოს სამიტი გაიმართება ლიეტუვის დედაქალაქში, საკვანძო საკითხებზე კი განხეთქილებებია. მათ შორის მთავარია, კიევის სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისკენ, ორგანიზაციაში, რომელიც გადაწყვეტილებების მისაღებად კონსენსუსს - ანუ ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც მხარს უჭერენ ნატოს ქვეყნები, მოწოდება გააკეთა "მკაფიო გზავნილისკენ“ იმის შესახებ, რომ კიევი ნატოში გაწევრიანდება მას შემდეგ, რაც დამთავრდება რუსეთთან ომი. ნატოს ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს ყველა წევრი თანახმაა, დაიცვას 2008 წლის დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინა ერთ დღეს წევრი გახდება. მაგრამ დიპლომატები ნატოს ქვეყნებიდან ამბობენ, რომ მათ რიგებში დომინანტ სამხედრო ძალას, შეერთებულ შტატებს, არ აქვს სურვილი ამ ბუნდოვანი დაპირებების იქით წავიდეს.


ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ უკრაინას შეეხება ალიანსის წესდების კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლი, რომელიც ავალდებულებს ყველა წევრს დაიცვას ის, მასზე თავდასხმის შემთხვევაში. "ჩვენ არ ვიცით, როდის დამთავრდება ომი, მაგრამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ გვქონდეს საიმედო დაპირებები, რათა მომავალში უკრაინის უსაფრთხოება გარანტირებული იყოს", განაცხადა სტოლტენბერგმა ოსლოს მოლაპარაკებების შემდეგ. "დეტალები, თუ როგორ გაკეთდება ეს, როგორი მექანიზმებით, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია".


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ოთხშაბათს მხარი დაუჭირა "უსაფრთხოების სფეროში მტკიცე და საიმედო გარანტიებს" უკრაინისთვის. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ორიენტირებულია კიევის პოტენციალის გაძლიერებაზე, "რომ, თუ და როცა ეს მიმდინარე აგრესია დამთავრდება, უკრაინას ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, შეაკავოს და საჭიროების შემთხვევაში, დაიცვას მომავალი აგრესიისგან". "ჩვენ, რა თქმა უნდა, უშუალოდ უკრაინასთან ვიყავით ჩართული ამ დისკუსიებში, ასევე იყვნენ სხვა ქვეყნებიც", თქვა მან.


ათწლიანი პროგრამა, რომლის გატანასაც სტოლტენბერგი ცდილობს, წელიწადში 500 მილიონ ევროს ითვალისწინებს უკრაინელ სამხედროებისთვის დასავლურ სტანდარტებზე გადასვლაში დასახმარებლად. ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს სამიტი ვილნიუსში მიმართული იქნება ორგანიზაციის პოლიტიკური კავშირების გაძლიერებისკენ უკრაინასთან და მის ძალებს უფრო "ურთიერთშეთავსებად" გახდის მოკავშირეებთან.


 


 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России