Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2023

ღარიბაშვილის თქმით, ხშირად ზელენსკის განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოში მოქმედ მტრულ ძალებთან

0
კიშინიოვში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა მედიის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. 


ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხშირად ზელენსკისა და მისი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები თანხვედრაშია საქართველოში მოქმედი „მტრულ ძალებთან" - „დესტრუქციულ ოპოზიციასთან". 


„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო ამ შეხვედრას. ერთი რამ მინდა გავიმეორო ისევ, მე ძალიან განვიცდი იმას, რაც ხდება უკრაინაში, ათასობით ადამიანი იღუპება ყოველ დღე, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები, ყველანი დაზარალდნენ და ზარალდებიან ამ ბრუტალური და სასტიკი ომით. მე ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას, მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება.


რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომში არის და მე არ მინდა გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე სხვა, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს. ასევე დავამატებდი, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან, ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, მიიღოს სტატუსი და ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერმა დაამატა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას. 


„ჩემი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, რაც მე ჩამოვიტანე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან იყო შემდეგი, რომ თუ რეალურად ევროპას და ჩვენს ევროპელებს სურთ, რომ იხილონ მინიმუმამდე დაყვანილი, შემცირებული პოლარიზაცია, მე მათ ვუთხარი, რომ სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს, დაიყვანს მინიმუმამდე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას. ეს ხარისხი ავტომატურად დაიწევს. მათ ეს არგუმენტი მოისმინეს და ვფიქრობ, გაიზიარეს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტზე იმყოფება. 




უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას საქართველოსთან ერთად ბელარუსი ახსენა და თქვა, რომ მათ რუსეთი "სახელმწიფოებრივ განუკითხაობაში" მიათრევს. 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России