კლასიკურად ელეგანტური ზოდიაქოს ნიშნები
კურო ყველა ზოდიაქოს ნიშანზე მეტად აფასებს სტაბილურობას, კონფიდენციალურობას და კომფორტს. იგი არ არის ცვლილებების დიდი მოყვარული. ტრადიციებთან და ფასეულობებთან ღრმა კავშირი აქვს და ცხოვრების ბოლომდე იმის ერთგული რჩება, რაც სწორად მიაჩნია. საკუთარი კლასის და ელეგანტურობის წარმოსაჩენად ტრენდები და ინოვაციები არ სჭირდება, მან იცის, როგორ უნდა დატოვოს წარუშლელი კვალი.
გასაკვირი არ არის, რომ ამ სიაში მეორე ადგილს თხის რქა იკავებს. ასევე მიწის ნიშანი, სტაბილურობის და კომფორტის მოყვარული, პრაქტიკული და პრაგმატული. მას თავისი ცხოვრების მკაცრად განსაზღვრული დისციპლინა და სტრუქტურა აქვს, რომელსაც არასდროს ღალატობს. თაობათა შორის კულტურული ღირებულებების გაცვლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწონს ყველაფერი კლასიკური, მუსიკა, წიგნები, ფილმები თუ სამოსი.
კირჩხიბს ზოგჯერ აქვს გრძნობა, რომ არასწორ დროს დაიბადა. მისთვის მეგობრები, ოჯახი, საყვარელი ადამიანები და მათთან დროის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მას ურჩევნია წერილი გამოგიგზავნოთ, ვიდრე მეილი მოგწეროთ ან შეტყობინება დაგიტოვოთ. კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია, ამიტომ ხშირად აქვს ნოსტალგია წარსულის ესთეტიკის მიმართ.
წყარო: Best Life
ფოტო: Shutterstock

