Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2023

თამთა მეგრელიშვილი: ისინი, ვინც თსუ-ში პროვოკაციებს აწყობენ, არიან სპეციალურად შეგზავნილი ახალგაზრდები, რომლებიც ფულის ან …

0

ეს დაქირავებული ან საკუთარი სიბრიყვით გაბრიყვებული სტუდენტები როდის არიან გულწრფელნი? თუ მართლა სახელმწიფოებრივი სულისკვეთებით მოქმედებენ, რატომ არ უჩნდებათ პროტესტი, რომ ელენე ხოშტარია მილიონობით რუბლს რუსეთიდან იღებს?, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უხერხულია ვინმე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დაკვეთას ასრულებდეს და არ იაზრებდეს იმას, რომ დავალების მომცემები პირდაპირ არიან დაკავშირებულნი რუსეთთან.

„ისინი, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროვოკაციებს აწყობენ, არიან სპეციალურად შეგზავნილი ახალგაზრდები, რომლებიც ფულის ან საკუთარი სიბრიყვის ფასად თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ. მათ ქმედებებში რუსული ხელწერა შეინიშნება იმიტომ, რომ უპირისპირდებიან ირაკლი კობახიძეს, კაცს, რომელსაც განათლება ევროპაში აქვს მიღებული და საკუთარ ევროპული ღირებულებების მქონე განათლებას საქვეყნო საქმეს ახმარს.

მართლა უხერხულია საუბარი ირაკლი კობახიძის პრორუსულობაზე, როდესაც სტუდენტებს დავალებას აძლევენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ უშუალო წევრები. მართლა უხერხულია მათ დაკვეთას ასრულებდე და არ იაზრებდე იმას, რომ დავალების მომცემები პირდაპირ არიან დაკავშირებულნი რუსეთთან. მაგალითად, ელენე ხოშტარია – ეს არის ადამიანი, რომელმაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჰყავდათ კობა ნაყოფია, რომელიც მოსკოვის საგარეო საქმეთა დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებულია. ასევე, ჰყავდათ გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. ეს ადამიანები, ეს დაქირავებული ან საკუთარი სიბრიყვით გაბრიყვებული სტუდენტები როდის არიან გულწრფელნი? თუ ისინი მართლა სახელმწიფოებრივი სულისკვეთებით მოქმედებენ, მაშინ რატომ არ უჩნდებათ პროტესტი სწორედ ამ ადამიანებზე, რომლებიც ჩამოვთვალე? რატომ არ უჩნდებათ პროტესტი, რომ ვაშაძე პარტიის სიაში წამყვანი ფიგურა იყო? რატომ არ უჩნდებათ პროტესტი, რომ ელენე ხოშტარია მილიონობით რუბლს იღებს რუსეთიდან? თან ამას არ მალავს და აბუჩადაც კი გვიგდებს, რადგან არც თვლის საჭიროდ ამაზე კომენტარი რომ გააკეთოს; სად არის ამ ახალგაზრდების პატრიოტიზმი? არ არის და არც იქნება, რადგან ეს ახალგაზრდები ცალსახად, ფაქტებით დასტურდება, რომ კონკრეტული პოლიტიკური დავალებით მოქმედებენ.“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России