Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2023

მიშელი მიესალმება ბოლო დროს საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს

0
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ის მიესალმება ბოლო დროს საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ, მისივე თქმით, სანახავი იქნება ევროკომისიის მოხსენება ზაფხულის ბოლოს. ამის შესახებ შარლ მიშელმა ბრიუსელში თქვა მედიასთან,  ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის დაწყების წინ. ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემისას მასთან ერთად იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ქართული მედიის წარმომადგენელმა მიშელს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებულ პერსპექტივაზე ჰკითხა მოსაზრება.


„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მივესალმებით საქართველოში გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მცდელობების მხარდასაჭერად, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება საქართველოზე. რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო იმისთვის, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.


21 ივნისს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგინა ზეპირი მოხსენება, რომლითაც შეაფასა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.


მოკლე მოხსენების თანახმად, საქართველოს 12-დან სამი რეკომენდაცია „სრულად შესრულებულად“ შეუფასეს; ყურადღება გაამახვილეს დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს რეფორმირების და მედიის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართულებებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე; დისკუსიის მიმდინარეობისას გერმანიის, ესტონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს შესრულებული აქვს 11 რეკომენდაცია, ერთადერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია პოლარიზაციის დაძლევაა. მის შეუსრულებლობაში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავს.




გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.




წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს, მანამდე ოქტომბერში ელიან გაფართოების შესახებ ევროკომისიის პირველ ანგარიშს საქართველოსთვის.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России