Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2023

ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

0
ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, რუსთავში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ლაშა ბახტურიძე, რომელმაც ე.წ. საზღვარი 21 ივნისს დაარღვია, რეგიონიდან გააძევეს.


დე ფაქტო კგბ-ს ცნობით, აღნიშნულმა პირმა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, განზრახ დაარღვია „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“, ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისთან.



„29 ივნისი ბახტურიძე ლევან ბახტურიძე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ მე-14 მუხლის შესაბამისად, გააძევეს რესპუბლიკიდან“, - აღნიშნულია კგბ-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.



ათი დღის წინ დე ფაქტო კგბ-მ მაისში დაკავებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა.



დე ფაქტო კგბ-ს ცნობით, გასულ თვეს, ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე 49 „დამრღვევი" დააკავეს.


„მათგან ათმა დაარღვია სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი, ხოლო 39-მა - სასაზღვრო ზონის რეჟიმი“, - იუწყება დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახური.


„დამრღვევები დაექვემდებარნენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ზოგიერთი მათგანის მიმართ ახსნა-განმარტებითი სამუშაო ჩატარდა. 18 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, სამი პირი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ გაძევებას, 21 პირი გააფრთხილეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 2 პირის მიმართ. გადაწყვეტილება ხუთ მოქალაქეზე არ არის მიღებული“, - აცხადებენ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურში.


როგორც წესი, გაძევებულ მოქალაქეებში დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობს. ასეთი კი მაისის თვეში სამი პირი იყო. ამ სტატისტიკის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მავთულხლართების და სხვა ბარიერების მიუხედავად, გადმოსვლის მსურველი ბევრად მეტი იყო, მაგრამ ისინი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России