Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2023

პროკურორის განცხადებით, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის მიმართვის შემდეგ დაიწყო

0

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გამოძიება, დაზარალებულის წარმომადგენლის მიმართვის შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტა ინვესტიციის ფარგლებში მიითვისა.

მისივე თქმით, ინვესტიციის განხორციელება სესხის სახით მოხდა.

„რა თქმა უნდა, ეს იყო ინვესტიცია. რაც შეეხება ინვესტიციებს ფორმებს – ზუსტად იგივე ფორმით ჰქონდა მას განხორციელებული ინვესტიცია, როგორც დაზარალებულს, აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ნებისმიერი განცხადება, რაც დაცვის მხარემ გააჟღერა, უბრალოდ დოკუმენტებს და ხელშეკრულებებს სცდება. აქედან გამომდინარე, ეს უბრალოდ არ არის სწორი. ასევე, ჩვენი ოფიციალური განცხადებაც არის ამასთან დაკავშირებით. საქმე გვაქვს მარტივ მოცემულობასთან – ეს არის კრიპტოვალუტის მითვისება, რომელიც გამომუშავებული იყო ამ ინვესტიციის ფარგლებში და შემდგომ აქტივის ლეგალიზაციასთან“, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. თავად ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში. ცნობისთვის, საქმე ეხება 2015-2017 წლებში განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России