უკრაინა გერმანიისგან ახალი სამხედრო დახმარების ფარგლებში სისტემა IRIS-T-ს მიიღებს
გერმანიამ უკრაინის არმიას გადასცა სამხედრო დახმარების მორიგი პარტია, რომელიც საზენიტო-სარაკეტო სისტემა IRIS-T SLM-ს მოიცავს.
გერმანიის მთავრობის თანახმად, ახალ პაკეტში ასევე შედის დამატებითი რაკეტები IRIS-T SLS, სარადარო TRML-4D სისტემა, 4 ჯავშანტრანსპორტიორი, საბრძოლო მასალა MARS II-ის მრავალფუნქციური ზალური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის, 8 სადაზვერვო დრონი, ოთხი ბატარეის საწინააღმდეგო რადარი, 5 ათასი 155 მმ-იანი ჭურვი და სხვა.
რუსეთის წინააღმდეგ ომში თავდაცვითი და შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად ბერლინმა უკრაინას უკვე გადასცა სამი საზენიტო სარაკეტო სისტემა IRIS-T SLM-ი და გერმანული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II-ი.
ბერლინმა უკრაინას უკვე გადასცა სამი საზენიტო სარაკეტო სისტემა
მიწისზედა ბაზირების საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM-ი იყენებს მოდიფიცირებულ ჰაერი-ჰაერის კლასის რაკეტებს. ისინი არსებობს ორი-მცირე (SLS) და საშუალო (SLM) დიაპაზონის ვერსიით.
მაისში, გერმანიაში გამართული შეხვედრის დროს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კიდევ ერთხელ დაჰპირდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ გერმანია მხარს დაუჭერს მის ქვეყანას, "სანამ საჭირო იქნება".