Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2023

ისრაელის არმია ღაზის სექტორში სახმელეთო მანევრების გაფართოების თაობაზე იუწყება

0
ისრაელის თავდაცვის ძალები შაბათს ღამით ღაზის სექტორში, " მნიშვნელოვნად გააფართოებენ " სახმელეთო ოპერაციებს, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ ბოევიკებისა და მათი ინფრასტრუქტურის განადგურებას. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დანიელ ჰაგარიმ, განაცხადა.


პარასკევს ღამით, ისრაელის თავდაცვის ძალების ნაწილებმა სექტორში რეიდი განახორციელეს და „ჰამასის“ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელი ამტკიცებს, რომ იერიშის დროს „დასავლეთ ყან-იუნისის ბატალიონის მეთაური, მადჰატ მუბაშირი დაიღუპა, ხოლო ისრაელის საზღვაო ქვეითებმა გაანადგურეს „ჰამასის“ საზღვაო ძალების სარდლობის პუნქტები. თავის მხრივ, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მოიგერია ისრაელის საზღვაო თავდასხმა.


პარასკევს საღამოს, ღაზის სექტორის დაბომბვა გაძლიერდა. მის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდება. ტელეკომპანია "ალ არაბიამ" ამ დაბომბვას ომის დაწყებიდან ყველაზე ძლიერი უწოდა. სექტორში შეფერხებულია მობილური კავშირი და ინტერნეტით. ისრაელის სარდლობამ კვლავ მიმართა ღაზის მცხოვრებლებს რეკომენდაციით, რომ გადავიდნენ სამხრეთით, ეგვიპტის საზღვარზე, რათა არ გამხდნენ შეტევის შემთხვევითი მსხვერპლი.


25 ოქტომბერს, საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავდაცვის არმია ემზადება ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად. ნეთანიაჰუს კონკრეტული დრო არ დაუსახელებია. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომს ორი მიზანი აქვს - „ჰამასის“ განადგურება და მძევლების გათავისუფლება.



ბოლო დღეებში, დასავლური მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო ცდილობენ ისრაელზე ზემოქმედებას, რათა მან გადადოს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება.



ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორზე საავიაციო დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 6000-ზე მეტი ადამიანი.
„ჰამასს“ მძევლად ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.
გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России