Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2023

მოსკოვში სასამართლომ პატიმრობა გაუხანგრძლივა ნავალნის სამ ადვოკატს

0
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 13 მარტამდე გაახანგრძლივა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ადვოკატების ვადიმ კობზევის, იგორ სერგუნინის და ალექსეი ლიპცერის პატიმრობის ვადა. მათ ბრალად ედებათ ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობა.

როგორც "მედიაზონის" კორესპონდენტი იუწყება სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ცნობილია, რომ კობზევმა და ლიპსერმა შეხვედრის დახურვა გააპროტესტეს. 16 ნოემბერს სამივე ადვოკატს საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს და ისინი აღმოჩნდნენ „როსფინმონიტორინგის“ ბლოკირებულთა სიაში, რომელშიც ექსტრემიზმში ბრალდებული ადამიანები შედიან.




გამომძიებლების თქმით, ადვოკატები დაეხმარნენ ნავალნის დაჰკავშირებოდნენ ანონიმურ ექსტრემისტულ ორგანიზაციას. რუსეთის ხელისუფლებამ ექსტრემისტულად აღიარა ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდი და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა რეგიონული შტაბის ქსელი.


ისინი უარყოფენ დანაშაულს. ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტმა „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა. მემორიალი“ დაკავებული ნავალნის ადვოკატები პოლიტპატიმრებად აღიარა.


ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის მუხლით, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.



ნავალნი მძიმე მოწამვლის სიმპტომებით 2020 წლის 20 აგვისტოს რუსეთში, ომსკის საავადმყოფოში მოხვდა. შემდეგ ის მკურნალობდა ბერლინის საავადმყოფოში, სადაც დაუდგინეს, რომ შეიძლებოდა მოწამლული ყოფილიყო რუსული წარმოების შხამით. ნავალნის მომხრეებმა უშიშროების სამსახური და ქვეყნის ხელისუფლება მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს. რუსეთის მთავრობა უარყოფს მოწამვლის ფაქტს.  
გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ნავალნი დააკავეს და გაგზავნეს კოლონიაში, რადგან ძველ საქმეში გამოტანილი პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს. მოგვიანებით ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე ახალი საქმე აღიძრა. ის ცხრაწლიან პატიმრობას იხდის ვლადიმირის რეგიონის სასჯელაღსრულების კოლონიაში. 
აგვისტოს დასაწყისში სასამართლომ ნავალნის 19 წელი მიუსაჯა ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის ახალ საქმეში. ის მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. ამავე პოზიციას იზიარებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები.


დაწერეთ კომენტარი






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России