Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2025

ტრამპი WSJ-ს უჩივლებს სტატიისთვის სკანდალებით ცნობილი ეპშტეინისადმი „სკაბრეზული წერილის" შესახებ

0

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს სასამართლოში უჩივლოს გამოცემა Wall Street Journal-ს, რომელმაც მისი სახელი დაუკავშირა ამერიკელ ფინანსისტს, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებებით გასამართლებულ ჯეფრი ეპშტეინს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 22 წლის წინ ტრამპი იყო ეპშტეინის იმ „მეგობრებს” შორის, რომლებმაც 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ალბომისთვის სკაბრეზული მილოცვები დაუწერეს. გამოცემის აღწერით, ეპშტეინისადმი ტრამპის სავარაუდო წერილი წარმოადგენს ქალის შიშველი სხეულის გამოსახულებაზე დაბეჭდილ ტექსტს, რომელსაც ხელმოწერა აქვს სხეულის ინტიმურ ნაწილზე.

დონალდ ტრამპმა მსგავსი წერილის არსებობა უარყო და თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 17 ივლისს დაწერა, რომ მან და თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა WSJ-ის მფლობელი რუპერტ მერდოკი და მთავარი რედაქტორი ემა ტაკერი გააფრთხილეს, ყალბი წერილი არ გამოექვეყნებინათ. ტრამპის თანახმად, მალე სასამართლიში უჩივლებს Wall Street Journal-ს, მის მფლობელ კორპორაცია NewsCorp-ს და კორპორაციის მფლობელ მერდოკს.

აშშ-ის პრეზიდნტმა გენერალურ პროკურორს დაავალა სასამართლოს თანხმობით საჯაროდ გამოაქვეყნოს ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით ნაფიცი მსაჯულების წინაშე მიცემული ჩვენებები.

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2008 წლიდან გასამართლებული იყო ჯერ პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის და მათზე სექსუალური ძალადობის, შემდეგ კი ტრეფიკინგის ბრალდებებით. 2019 წელს ის ციხის საკანში მკვდარი ნახეს. ექსპერტიზის დასკვნით, ეპშტეინმა თავი მოიკლა.

გამოძიების თანახმად ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვანთა სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდა თავის მეგობრებსა და კლიენტებსაც.

საქმის მასალებში ფიგურირებდა დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებების ნიშნების გარეშე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России