ერევნის პოლიციამ რუს სამხედროებს რუსი დეზერტირის გატაცებაში ხელი შეუშალა
ერევნის პოლიციამ რუს სამხედროებს არ მისცა საშუალება, გაეტაცებინათ დეზერტირი, რომელიც რუსეთში მიმდინარე წლის თებერვლიდან იძებნება.

ერევნის პოლიციამ რუს სამხედროებს არ მისცა საშუალება, გაეტაცებინათ დეზერტირი, რომელიც რუსეთში მიმდინარე წლის თებერვლიდან იძებნება.
20 ივლისს გამოქვეყნებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ აშშ-ის ხელისუფლებაში რესპუბლიკელი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის მოსვლის ექვსი თვის თავზე, ამერიკელებში შემცირდა მხარდაჭერა დონალდ ტრამპის მიერ არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომების მიმართ.
На место прибыли специалисты для оценки ситуации и принятия правильного инженерного решения в кратчайшие сроки
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლის თქმით, 20 ივლისს სირიის სამხრეთში, ქალაქ სუვაიდაში ჰუმანიტარული დახმარების პირველი კოლონა შევიდა ერთი კვირის შემდეგ, რაც დრუზებით დასახლებულ არეალში ძალადობამ იფეთქა, რასაც იქ მთავრობის ჯარის შეყვანა მოჰყვა.
ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ 20 ივლისს ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად შეიკრიბნენ ტერიტორიის ჩრდილოეთში. სროლის დროს 67 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამამ განაცხადა, რომ მისი 25 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონას, რომელსაც სურსათით დახმარებას გადაჰქონდა, „დახვდა მშიერი მშვიდობიანი ადამიანების უზარმაზარი ჯგუფი, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს“ მალევე მას მერე, რაც კოლონამ ისრაელიდან საზღვარი გადაკვეთა და საკონტროლო პუნქტები გაიარა. Читать дальше...
Ожидаемые осадки могут вызвать значительное повышение уровня воды в реках Грузии
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 20 ივლისს შეხვდა ირანის უზენაესი ხელმძღვანელის, აიათოლა ალი ხამენეის, უფროს მრჩეველ ალი ლარიჯანის. ამის შესახებ Reutersი - იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რიაზე“ დაყრდნობით, რომელიც კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვს იმოწმებს. პუტინმა და ლარიჯანიმ განიხილეს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციის და ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული საკითხები. პესკოვის თქმით, პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პოზიცია, რომ მხარს უჭერს რეგიონის სტაბილიზაციას... Читать дальше...
Случай заражения собаки бешенством от волка был зафиксирован в мае в районе Дедоплисцкаро (регион Кахети)
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, ბუნდესვერის გენერალ-მაიორმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მიმართულებით ერთდროულად 2000-მდე დრონის გაშვებას გეგმავს. ამის შესახებ ფროიდინგი ლაპარაკობს გერმანიის არმიის პოდკასტ Nachgefragt-ში. გენერლის ინფორმაციით, რუსეთი მნიშვნელოვნად აფართოებს დრონების წარმოებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მასობრივი გამოყენებისთვის. მისი თქმით, მოსკოვი გეგმავს ერთდროულად 2000 დრონის გაშვებას, რაც სერიოზული გამოწვევა იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. Читать дальше...
როგორც ჩანს, ირანი თანახმაა, მალე გამართოს მოლაპარაკება თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ ე.წ. E3-ის წევრ ქვეყნებთან. ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „თასნიმზე“ დაყრდნობით გერმანიის მედია იუწყება, რომ გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან კონსულტაციები ამჟამად ადგილისა და დროის განსაზღვრის მიზნით მიმდინარეობს. სხვა ცნობების თანახმად, აზრთა პირველი გაცვლა მომავალ კვირას უნდა შედგეს. ბერლინი, პარიზი და ლონდონი ცოტა ხნის წინ ირანს მკაცრი სანქციების ხელახლა დაწესებით დაემუქრნენ... Читать дальше...
20 ივლისს, რომის პაპმა ლეონ XIV-მ დაგმო ღაზაში ომი და მოითხოვა მისი დასრულება. პაპი გამოვიდა მოწოდებით „ძალის განურჩეველი გამოყენების წინააღმდეგ“, ისრაელის სამხედროების მიერ კათოლიკურ ეკლესიაზე სისხლიანი დარტყმიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში. „კიდევ ერთხელ მოვითხოვ ომის ბარბაროსობის დაუყოვნებლივ დასრულებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, - განაცხადა ლეონმა “ანგელოზის ლოცვის” ბოლოს. 17 ივლისს ღაზის ერთადერთ კათოლიკურ ეკლესიაზე ისრაელის არმიის დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. 20 ივლისს ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა... Читать дальше...
ლონდონში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, სამხრეთ სირიაში დრუზებისა და ბედუინების თემების წევრების, ასევე სამთავრობო ჯარებისა და ისრაელის არმიის მონაწილეობით შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. სირიასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რეგიონში ძალადობა ბოლო დღეებში შემცირდა. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ცნობით, გასულ კვირას 600-ზე მეტი დრუზი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 300 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალოვანმა უწყებებმა მოკლეს. Читать дальше...
26 ივნისს 35 წლის გრიგორ სკვორცოვს, პერმელ ფოტოგრაფს, რომელიც არქიტექტურის თემაზე იღებს, პერმის სამხარეო სასამართლომ 16 წლით მძიმე რეჟიმის კოლონია მიუსაჯა. მას ბრალი სახელმწიფოს ღალატში ედება.
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ მყოფ 80-მდე ადამიანთან დაკავშირებით შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს და იტყობინება, რომ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გასაყვანად და სამშობლოში უკან დასაბრუნებლად საქართველომ უკრაინას რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა და ახლა უკრაინული მხარემ დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. შსს წერს, რომ მათ უკან დასაბრუნებლად შესთავაზეს როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით დაბრუნების გზები. „საზღვაო გზით დაბრუნებაზე... Читать дальше...
ისრაელის სამხედრო ძალებმა კვირას განაცხადეს, რომ ისინი ემზადებიან ღაზის ცენტრალურ ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად, რაც პირველად ხდება 2023 წლის ოქტომბერში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცახალი) სპეციალური გაფრთხილება გაავრცელეს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ უბნების მაცხოვრებლებისთვის და მოუწოდა მათ ევაკუაციისკენ. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ოპერაციებს იმ ტერიტორიებზე აფართოებენ, რომლებსაც აქამდე არ შეხებიან და რომ მიზანი ჰამასის დაჯგუფების ინფრასტრუქტურის განადგურებაა... Читать дальше...
ვლად ზადორინმა, კუნძულ ზმეინიდან, რუსულ ტყვეობაში წამებით, შიმშილით, ძალადობითა და შეურაცხყოფით სავსე 679 დღე გაატარა.
19 ივლისის საღამოს, უკრაინელმა მოკრივემ ოლექსანდრ უსიკმა ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ბრიტანელი დენიელ დიუბუა დაამარცხა და მეორედ გახდა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში კრივში.
აჭარაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქალს უთვალთვალებდა და ემუქრებოდა - 2001 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი რ.ხ-ს ბრალად ედება ადევნება, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება და გავრცელება და მუქარა. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
20 ივლისის ღამით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევას რამდენიმე ადგილას ხანძარი მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოგდებულია 16 უპილოტო საფრენი აპარატი.
Грузинские регбисты проиграли все три летних тест-матча
აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს AZAL-ის სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო.
ევროკავშირის ოფიციალურ საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს მიერ ერთი დღით ადრე მიღებული დოკუმენტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს აწესებს.
ვიეტნამში, ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, ჰალონგის ყურეში, ქარიშხლის შედეგად ტურისტებით სავსე კატერი გადაბრუნდა. დაიღუპა, სულ მცირე, 38 ადამიანი.
რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც 4 ოქტომბრის თვითმმათველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას“ იწყებს - 19 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიტიკური ძალების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯის მიზანი „პოლიტიკური ბრძოლის თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაშლაა“. რუსთაველზე შეკრებულ აქციის მონაწილეებს ერთობლივი განცხადება პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ გააცნო. "ჩვენ, 8 პროდასავლური ძალა არ... Читать дальше...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მშვიდობის მისაღწევად საჭიროა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების უმაღლეს დონეზე გამართვა და რომ ის მზად არის ამისთვის. თავისი ყოველდღიური ვიდეომიმართვა კი მან სუმისა და დნეპრის ოლქებში დაბომბვის შემდეგ მიმდინარე სამაშველო სამუშაოებზე საუბრით დაიწყო: "ახლა, სუმის ოლქში, შოსტკაში, რუსეთის მიერ დაბმობვის შემდეგ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დიდი სამუშაო შესრულდა დღეს პავლოჰრადში, დნეპრის ოლქში და სხვა ქალაქებსა და თემებში, რომლებიც დაიბომბა. დნეპრის ოლქში... Читать дальше...
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
103news.com — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.
Музыкальные новости