Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2025

ზელენსკი დღეს მიიღებს ყველა დოკუმენტს და სრულ ინფორმაციას ამერიკელებთან დიალოგის შესახებ - უმეროვი

0

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და გენერალური შტაბის უფროსი ანდრი ჰნატოვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს მისცემენ სრულ ინფორმაციას ამერიკულ მხარესთან გასულ კვირაში გამართული დიალოგის შესახებ და ყველა დოკუმენტს.

ამის შესახებ რუსტემ უმეროვმა დღეს, 8 დეკემბერს დილით სოციალურ ქსელებში დაწერა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ცოტა იმედგაცრუებულია, რომ ზელენსკის წინადადებები ჯერ არ წაუკითხავს“.

ტრამპის განცხადება მოჰყვა აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მაიამიში 4-6 დეკემბერს გამართულ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი და უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრი ჰნატოვი.

უმეროვმა დღეს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ის და ჰნატოვი აშშ-ში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან და მადლობას უხდის კონსტრუქციული მუშაობისთვის.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განმარტებით, უპირველესი ამოცანა იყო ამერიკული მხარისგან მიეღოთ სრული ინფორმაცია მოსკოვში მათი საუბრის შესახებ და „აქტუალური წინადადებების ყველა დრაფტი“, რათა ისინი დეტალურად განიხილონ უკრაინის პრეზიდენტთან.

უმეროვის ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტს მისცემენ სრულ ინფორმაციას ამერიკულ მხარესთან დიალოგის ყველა ასპექტის შესახებ და ყველა დოკუმენტს.

უკრაინის დელეგაციასთან მაიამიში შეხვედრამდე, 2 დეკემბერს უიტკოფი და კუშნერი კრემლში შეხვდნენ პრეზიდენტ პუტინს.

უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომლის შესახებაც პირველად ცნობილი გახდა ნოემბრის მეორე ნახევარში, მედიაში გაჟონილი პროექტის თანახმად ითვალისწინებდა, ძირითადად, რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებას.გეგმა გარკვეულწილად შეიცვალა აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჯერ ჟენევაში, შემდეგ კი ფლორიდის შტატში გამართული შეხვედრების შედეგად.პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ამ კვირაში ლონდონსა და ბრიუსელს ეწვევა, გასულ ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უმეროვს და ჰნატოვს საგნობრივი საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, ამჟამად ევროპისკენ მიემგზავრებიან და მათგან ელოდება დეტალურ ინფორმაციას, თუ რა უთხრეს ამერიკელებს მოსკოვში და რომელი „ნიუანსების მოდიფიცირებისთვის" არიან მზად ამერიკელები უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებებისას.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России