მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დღეს, 15 დეკემბერს დაადასტურა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკისგან მიიღო სარჩელი Euroclear Bank-ის წინააღმდეგ და მისგან 18,1 ტრილიონ რუბლს ითხოვს. ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო და სხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 12 დეკემბერს გამოაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს ბელგიურ დეპოზიტარ Euroclear-ს. სწორედ იქ ინახება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ გაყინული, 185 მილიარდი ევროს რუსული აქტივები.