Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30
31

აშშ-ის დაზვერვის უფროსმა, უარყო მტკიცებები, რომ პუტინი უკრაინის დაპყრობას გეგმავს

0
აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის უფროსმა, ტულსი გაბარდმა, კატეგორიულად უარყო სააგენტო Reuters-ის ბრალდებები, რომლებიც აშშ-ის დაზვერვის სამსახურის წყაროებს ეყრდნობა და რომელთა მონაცემებით, რუსეთს, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, კვლავ აქვს მიზნად უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და აგრეთვე, ადრე საბჭოთა ბლოკის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების თავის გავლენის სფეროში დაბრუნება.

როგორც გაბარდმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, „Deep State-ის ომის წამქეზებლები და მათი პროპაგანდისტული მედია საშუალებები კვლავ ცდილობენ ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად“.


გაბარდმა Reuters-ის განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება მიიჩნევს, თითქოს რუსეთი ევროპაზე თავდასხმას ან მის დაპყრობას ცდილობს, „ტყუილი და პროპაგანდა“ უწოდა. გაბარდის თქმით, მისმა ქვეშევრდომებმა კონგრესის წევრებს აცნობეს, რომ რუსეთი, სინამდვილეში, „ევროპაში მასშტაბური ომის თავიდან აცილებისკენ მიისწრაფვის“. „სიმართლე ისაა, რომ „აშშ-ის დაზვერვა“ მიიჩნევს, რომ რუსეთს უკრაინის დაპყრობის და ოკუპაციის შესაძლებლობაც კი არ აქვს, რომ არაფერი ვთქვათ ევროპაში „შეჭრისა და ოკუპაციის“ შესახებ", - წერს გაბარდი.

Reuters-ის მასალაში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი არ ემუქრება ევროკავშირის ქვეყნებს და არ აპირებს მათზე თავდასხმას. თუმცა, როგორც სააგენტო წერს, თავად ევროპული ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოები და ბევრი მათგანის ლიდერები სხვაგვარად თვლიან და რუსული აგრესიის საფრთხეს რეალურად მიიჩნევენ. ასევე ამტკიცებენ, რომ რუსეთის გეგმები მთელი უკრაინის ოკუპაციის შესახებ 2022 წლიდან არ შეცვლილა და რომ უკრაინას, შესაძლოა, სხვა ტერიტორიებიც მოჰყვეს, კერძოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც 1991 წლამდე სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ეს ისტორიული პერიოდი საბჭოთა ოკუპაციად ითვლება.

პუტინს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ მიზნად აქვს მთელი უკრაინის ოკუპაცია. მან ისაუბრა მისი „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის“ აუცილებლობაზე, თუმცა ზუსტად არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა. გარდა ამისა, რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, ყირიმის გარდა, უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის - რომლებსაც ამჟამად სრულად არ აკონტროლებს - ანექსიის შესახებ.
პუტინის საგანგებო წარგზავნილმა კირილ დმიტრიევმა გუშინ ფლორიდაში მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. მან მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა. შეხვედრები 21 დეკემბერსაც გრძელდება. ფლორიდაში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა ასევე უკრაინის დელეგაციამაც.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ დმიტრიევი შეერთებულ შტატებში ჩავიდა სამუშაოდ „ამერიკელ პარტნიორებთან, რომლებსაც ჩვენ უკვე არაერთხელ შევხვდით“, ამის შემდეგ ის მოსკოვში დაბრუნდება და პუტინს შედეგების შესახებ მოახსენებს. უშაკოვმა ნათლად განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე გადაწყვეტილება იქნას მიღებული შობამდე, რომელიც დასავლეთში 24-25 დეკემბერს აღინიშნება. პუტინის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების ამერიკულ პროექტში ევროპისა და უკრაინის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები „არ აუმჯობესებს დოკუმენტს და ხელს უშლის გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას“.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის,“ რომ პუტინმა თავის ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან
„დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.“






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России