Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30
31

გაგლოევმა ფაქტობრივად აღიარა, რომ თამარ მეარაყიშვილის დაკავება, მის მიერ დაანონსებულ აქციას უკავშირდება

0
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გამოეხმაურა "ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეს.
"არავის მივცემ ნებას, არიოს სიტუაცია რესპუბლიკაში ამ რთულ დროს", - თქვა მან, რითიც ფაქტობრივად აღიარა, რომ დაპატიმრება უკავშირდებოდა მეარაყიშვილის გეგმებს, ცხინვალის ცენტრში ერთი კაცის აქცია მოეწყო.
"მიმდინარეობს გამოძიება, ამ საკითხზე ყველა მონაცემი საზოგადოებისთვის ცნობილია. არის ფაქტები და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მის კავშირს წარდგენილ ბრალდებასთან. გამოძიება ამას შეისწავლის“, - აღნიშნა გაგლოევმა.


მედიის ცნობით, გაგლოევმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უჩვენა „ათასი ევროს სერტიფიკატი“, რომელიც 2018 წელს ნიდერლანდების საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გასცა - „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისადმი მისი დიდი სიყვარულისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ასევე თქვა, რომ არ დაუშვებს, ცენტრალურ მოედანზე, სადაც საახალწლო ნაძვის ხე დგას „ბავშვებს დღესასწაული ჩაუშალონ“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პროვოკატორები კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს“.
"თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშხამოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გამართოს საპროტესტო აქცია", - თქვა მან.
თამარ მეარაყიშვილი გაგლოევთან შეხვედრას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ის დაანონსებული აქციის წინა ღამით დააკავეს. ე.წ. სასამართლომ მეარაყიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. "ჯაშუშობის" ბრალებით, მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავების შემდეგ აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო.
როგორც გამოცემა "საპა" წერს, .„თამარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სტრატეგიული ობიექტი შენიშნეს“, მეარაყიშვილს „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ“. ე.წ. კგბ-მ განაცხადა, რომ ის ეჭვმიტანილია „ქართულ სპეცსამსახურებთან აფილირებული უცხოური მედიისთვის ინფორმაციის გადაცემაში“.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России