Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28
29
30
31

სუს-ში „ამორალურს“ და „მიუღებელს“ უწოდებენ ახალაიას ბრალდებას „ცოლის დაპატიმრებით“ მუქარაზე

0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბაჩანა ახალია ცრუობს, როცა უწყებას „ცოლის დაკავებით“ მუქარაში ადანაშაულებს.

სუს-ში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მათთვის „განსაკუთრებით მიუღებელი და ამორალურია“ ბრალდება „მეგობრების მხილებისათვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე“.

„სინამდვილეში, ჩვენმა თანამშრომლებმა, დაკავების შემდეგ, ახალაიას პირველივე კითხვა დაუსვეს - მხოლოდ მას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან და სხვებთან, თუ მის მეუღლე ანნა ნადარეიშვილსაც. ბაჩანა ახალაიას იქვე, მოპოვებული უტყუარი მონაცემების შესახებ დეტალური ახსნის პარალელურად განემარტა, რომ დანაშაულის აღიარება-არაღიარების მიუხედავად თუ ის მხოლოდ საკუთარ ინტერნეტკონტაქტს დაადასტურებდა, მის მეუღლეს გაცილებით მაღალი ალბათობით გამოერიცხებოდა პასუხისმგებლობის სამართლებრივი რისკი“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სუს-ის თანახმად, ბაჩანა ახალაიამ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, თუმცა პროკურატურასთან კონსულტაციის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე პირობით, რომ გამოძიებას მომავალში იმსჯელებდა მის პასუხისმგებლობაზე.

„ახალაიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, განსაკუთრებით მისი ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების ფონზე, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა მაღალი სამართლებრივი და მორალური სტანდარტით მოქმედება მუქარად წარმოაჩინოს, მხოლოდ მის პიროვნულ მახასიათებლებზე მეტყველებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების პროცესში“, - აცხადებენ სუს-ში.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ „მეგობრების წინააღმდეგ“ მისგან ჩვენების მოპოვების სანაცვლოდ გამომძიებლები ცოლის დაკავებით დაემუქრნენ.

ის „ოთხი ოქტომბრის საქმეზე“ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებითაა დაკავებული.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სავარაუდო ზეწოლაზე იმ დროს ისაუბრა, როცა პროკურორებმა სასამართლო სხდომის განხილვის დახურვა მოითხოვეს. მათი არგუმენტი ამ საქმეში სუსის თანამშრომლების პერსონალური ინფორმაციის დაცვა იყო.

ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მეია მელქაძემ დახურულ სხდომაზე მიიღო.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России