Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30
31

ევროპელი ლიდერები მუშაობას გააგრძელებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე

0

ევროპელი ლიდერები მუშაობას გააგრძელებენ უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად საჭირო უსაფრთხოების გარანტიებზე. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 დეკემბერს, ფლორიდაში მოლაპარაკების შემდეგ ვიდეოკონფერენცია გამართეს ევროპელ ლიდერებთან.

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საუბრისას, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები ომის დასასრულებლად. სტუბის თანახმად, ერთად მუშაობენ სამართლიან და მყარ მშვიდობაზე.

სტუბის პოსტის თანახმად, ვიდეოკონფერენციაში ფინეთის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ საფრანგეთის და პოლონეთის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის და იტალიის პრემიერ-მინისტრები, გერმანიის კანცლერი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა X-ში დაწერა, რომ იანვრის დასაწყისშო პარიზში შეიკრიბება „მსურველთა კოალიცია“, რათა საბოლოოდ განსაზღვრონ კოალიციის თითოეული წევრი ქვეყნის წვლილი. მაკრონის განცხადებით, წინ მიიწევენ უსაფრთხოების გარანტიებისკენ, რომლებსაც ცენტრალური ადგილი ექნებათ სამართლიანი და მყარი მშვიდობის მშენებლობაში.

„მსურველთა კოალიცია“, სადაც წამყვან როლს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ასრულებენ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული კონტინგენტის განთავსების შესაძლებლობა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისთვის მიუღებელია.

ვიდეოკონფერენციის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა X-ში დაწერა, რომ მიესალმნენ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას და ევროპა მზად არის განაგრძოს უკრაინასა და ამერიკელ პარტნიორებან თანამშრომლობა ამ პროგრესის გასამტკიცებლად. ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ძალისხმევაში უპირველესი მნიშვნელობა აქვს პირველივე დღიდან უსაფრთხოების რკინის გარანტიების მიღებას.

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, რომ საგრძნობ პროგრესს და დიდ წინსვლას მიაღწიეს და სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია.

შეუთანხმებელი რჩება ყველაზე რთული და საკვანძო საკითხი - დონბასის მომავალი. რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ დონბასზე უარი თქვას. უკრაინა ამას არ აპირებს. აშშ-ის წინადადებაა დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაში განაცხადა, რომ დონბასის შესახებ უკრაინის პოზიცია ცნობილია და ის რუსეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დონბასის საკითხს ძალიან რთული უწოდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მას გადაწყვეტენ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России