Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

გერმანიაში სკოლის მოსწავლეები გამოვიდნენ ჯარში გაწვევის წინააღმდეგ

0

ათასობით გერმანელმა მოზარდმა 5 მარტს სკოლა გააცდინა, რათა შეერთებოდა აქციებს, რომლითაც აპროტესტებდნენ სამხედრო სამსახურში გაძლიერებული გაწვევის კამპანიას, რაც, ბევრის აზრით, მომავალში შესაძლოა სამხედრო ვალდებულების ფორმაში გადაიზარდოს.

ბერლინის პოტსდამერ პლაცზე დაახლოებით 3 ათასი მოსწავლე შეიკრიბა, ხოლო მთელი გერმანიის მასშტაბით მცირე დემონსტრაციები გაიმართა, როგორც „სკოლის საქვეყნო გაფიცვის“ ნაწილი.

გერმანია, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, ცდილობდა შეიარაღებული ძალების გაძლიერებას 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ნატოს წევრების წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის საფრთხის საპასუხოდ.

კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ ბუნდესვერს ევროპის უდიდეს კონვენციურ არმიად აქცევდა, თავდაპირველად5 ნებაყოფლობით გაწვევაზე დაყრდნობით.

წელს მთავრობამ ყველა 18 წლის კაცს მოსთხოვა, შეავსონ კითხვარები მათი ინტერესისა და მოკლევადიანი სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობის შესახებ.

იმავეს ქალებსაც სთხოვენ, თუმცა გერმანიის მოქმედი კანონმდებლობით, მათ ამის ვალდებულება არ აქვთ.

პლაკატებზე, რომლებსაც მომიტინგეები აფრიალებდნენ ბერლინში, იყო წარწერა „ჩვენ არ ვართ საზარბაზნე ხორცი“, და „ფრიდრიხ მერცი გაგზავნეთ ფრონტის ხაზზე!“
გერმანელმა კანონმდებლებმა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, გადაწყვიტეს, არ აღადგინონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომელიც გერმანიამ 2011 წელს შეაჩერა.

თუმცა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ეჭვი გამოთქვა, შესაძლებელია თუ არა გაწვევის ამბიციური მიზნების მიღწევა სამხედრო ვალდებულების გარკვეული ფორმის გარეშე.

გეგმები ითვალისწინებს ბუნდესვერის - გერმანიის არმიის - გაძლიერებას ამჟამინდელი, დაახლოებით 185 ათასი აქტიური სამხედრო მოსამსახურიდან 260 ათასამდე 2030 წლისთვის, ხოლო რეზერვის დაახლოებით ოთხჯერ, 200 ათასამდე გაზრდის გზით.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ბუნდესვერი მკვეთრად შემცირდა, რადგან ევროპის ქვეყნებმა თავდაცვის ბიუჯეტები შეამცირეს.

1980-იან წლებში მხოლოდ დასავლეთ გერმანიას თითქმის 500 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России