Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2026

Новости за 05.03.2026

ზელენსკი: აშშ-მა უკრაინას ახლო აღმოსავლეთში დრონების დაცვის საკითხში დახმარება სთხოვა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 მარტს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარება სთხოვა ახლო აღმოსავლეთში ირანის დრონების თავდასხმების მოსაგერიებლად და დასძინა, რომ მან განკარგულება გასცა ექსპერტების მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.

ტრამპი: ზელენსკი რუსეთთან შეთანხმების “დაბრკოლებაა” - პუტინი მზადაა თანამშრომლობისთვის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 მარტს უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან შეთანხმების მიღწევის "დაბრკოლებად" მოიხსენია და რუსეთის პრეზიდენტზე თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი, მზად არის თანამშრომლობისთვის. „ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს და შეთანხმება უნდა დადოს“, - განაცხადა ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში. ტრამპი, დაუბრუნდა იმ გამოთქმას, რომელიც მან ერთი წლის წინ თეთრ სახლში დაძაბული შეხვედრის დროს გამოიყენა, სადაც მან და ვიცეპრეზიდენტმა, ჯ.დ. ვენსმა საჯაროდ გააკრიტიკეს ზელენსკი და მიანიშნა, რომ... Читать дальше...

საფრანგეთი საჰაერო ბაზის გამოყენების უფლებას აძლევს ამერიკულ თვითმფრინავებს, რომლებიც ირანზე თავდასხმაში არ მონაწილეობენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სამხედრო დამხმარე თვითმფრინავებს საფრანგეთის საჰაერო ბაზის გამოყენების უფლება მიეცათ, განაცხადა საფრანგეთის გენერალურმა შტაბმა 5 მარტს.

ტრამპი შიდა უსაფრთხოების მინისტრად ნიშნავს მარკვეინ მალინს - სენატორს, რომელიც „მეგობარი აქტს“ ბლოკავდა

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნოემი - რომელიც ბოლო თვეებში საიმიგრაციო პოლიტიკისა და იმიგრაციის სამსახურის ძალების მიერ 2 მოქალაქის მოკვლის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - თანამდებობას დატოვებს.

„საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება“ - ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა

Radiotavisupleba.ge 

„ჰადსონის ინსტიტუტის“ ახალი კვლევის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.

"შეეხება ადამიანთა განუსაზღვრელ წრეს" - როგორ კითხულობენ იურისტები ახალ მუხლს ექსტრემიზმზე? ვიცავთ დემოკრატიას - ამბობს "ოცნება"

Radiotavisupleba.ge 

„ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – ეს იქნება ახალი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც პარლამენტის მიერ, 4 მარტს დამტკიცებული "გრანტების შესახებ" კანონის კვალდაკვალ შევა.



გერმანიაში სკოლის მოსწავლეები გამოვიდნენ ჯარში გაწვევის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ათასობით გერმანელმა მოზარდმა 5 მარტს სკოლა გააცდინა, რათა შეერთებოდა აქციებს, რომლითაც აპროტესტებდნენ სამხედრო სამსახურში გაძლიერებული გაწვევის კამპანიას, რაც, ბევრის აზრით, მომავალში შესაძლოა სამხედრო ვალდებულების ფორმაში გადაიზარდოს. ბერლინის პოტსდამერ პლაცზე დაახლოებით 3 ათასი მოსწავლე შეიკრიბა, ხოლო მთელი გერმანიის მასშტაბით მცირე დემონსტრაციები გაიმართა, როგორც „სკოლის საქვეყნო გაფიცვის“ ნაწილი. გერმანია, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, ცდილობდა შეიარაღებული ძალების გაძლიერებას 2022 წელს... Читать дальше...

კობახიძემ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა ნახიჩევანის აეროპორტზე შეტევის გამო

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის, ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის ტერიტორიიდან დრონებით თავდასხმის გამო სოლიდარობა გამოუცხადა.

თურქეთი „ყურადღებით“ აკვირდება ქურთულ ჯგუფებს ირანში ომის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 5 მარტს განაცხადა, რომ „ყურადღებით“ აკვირდება ქურთი მებრძოლი დაჯგუფებების მოქმედებებს, რადგან შეშფოთებულია იმით, რომ მათი ომში ჩათრევა ხდება, სავარაუდოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული მცდელობების ფარგლებში, რომელთა მიზანია ირანის დესტაბილიზაცია. კონფლიქტი 28 თებერვალს დაიწყო, როდესაც აშშ-მ და ისრაელმა იერიში მიიტანეს ირანზე, რომელმაც საპასუხო დარტყმები მიიტანა მთელ რეგიონზე, 4 მარტს კი თეირანმა განაცხადა, რომ ერაყში დაფუძნებულ ქურთ მებრძოლ დაჯგუფებებს დაარტყა. Читать дальше...

ირანის უკანასკნელი შაჰის შვილი აცხადებს, რომ ირანის სასულიერო პირების შემდეგი მეთაური არალეგიტიმური იქნება

Radiotavisupleba.ge 

ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს ჩამოგდებული უკანასკნელი შაჰის ვაჟმა 5 მარტს განაცხადა, რომ ვისაც ირანის სასულიერო მთავრობა აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრედ აირჩევს, არალეგიტიმური იქნება. რეზა ფეჰლევიმ, რომელიც ისლამური რესპუბლიკის დაცემის შემთხვევაში საკუთარ თავს ალტერნატიულ მმართველად წარმოაჩენს, სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ „გამარჯვება ახლოსაა“ მას შემდეგ, რაც ისლამური რესპუბლიკის უზენაესი მმართველი, აიათოლა ალი ხამენეი გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის და ისრაელის ავიაციის თავდასხმის შედეგად მოკლეს. Читать дальше...

ევროკავშირი და სპარსეთის ყურის ქვეყნები მოუწოდებენ ირანს, შეწყვიტოს თავდასხმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის „გლობალურ უსაფრთხოებას“

Radiotavisupleba.ge 

კრიზისული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მინისტრებმა 5 მარტს მოუწოდეს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „განურჩეველი“ თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ და გააფრთხილეს, რომ თავდასხმები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. „მინისტრებმა მკაცრად დაგმეს ირანის გაუმართლებელი თავდასხმები სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას და მოუწოდეს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები“... Читать дальше...

მოწმის თქმით, ფარცხალაძე, მიქაძე და „თანამდებობის პირები“ წვეულებებზე ერთად უნახავს | ჯანგველაძის მკვლელობის საქმე

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში დავით ჩუბინიძე დაიკითხა. პროკურატურის თქმით, ის დავით მიქაძის დაცვის უფროსია, თავად ჩუბინიძე კი ამბობს, რომ მიქაძესთან არ მუშაობდა.

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსმა 5 მარტს ათზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა, რაც აშშ-ის ზეწოლის შედეგად ამ ქვეყნის ავტორიტარული მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოპონენტების გათავისუფლების ბოლო შემთხვევაა.

კალაძის შტაბთან „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის საქმეზე ორ კაცს ბრალი წაუყენეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის დროს, საარჩევნო შტაბთან „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე ორ კაცს ბრალი წაუყენეს. პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს, თუმცა ჯერ უცნობია, რას - გირაოს თუ პატიმრობას.

„გააიაფებთ? რა შემთხვევაში?" - დისტრიბუტორები ფასების შემსწავლელი კომისიის პირისპირ

Radiotavisupleba.ge 

სასურსათო პროდუქტზე მაღალი ფასების შემსწავლელი კომისიამ დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრები დაასრულა - ახლა რიგში ქსელური მარკეტები არიან.

ბოჭორიშვილი ბაირამოვს ესაუბრა და „ღრმა შეშფოთება გამოხატა“ ნახიჩევანის აეროპორტზე შეტევის გამო

Radiotavisupleba.ge 

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანელ კოლეგას, ჯეიჰუნ ბაირამოვს მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკის, ნახიჩევანის აეროპორტი ირანის ტერიტორიიდან დრონების ცეცხლის ქვეშ მოექცა.

თურქეთი მკაცრად გმობს ირანის დრონებით თავდასხმებს აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონზე

Radiotavisupleba.ge 

თურქეთმა 5 მარტს განაცხადა, რომ მკაცრად გმობს ირანის დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის ნახიჩევანის ტერიტორიაზე, და კიდევ ერთხელ გამოთქვა მოწოდება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტისკენ. „ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ რეგიონში მესამე ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების შეჩერების აუცილებლობას, რომლებიც ომის გავრცელების საფრთხეს შეიცავს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის უმაღლესმა დიპლომატებმა თავდასხმების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართეს. Читать дальше...


Музыкальные новости




Rss.plus





„ხორცი მოგიტანე”... - ინტერვიუ რუსეთის „აფრიკის კორპუსის“ დეზერტირთან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სადაზვერვო უწყება, "გრუ", აგრძელებს "აფრიკის კორპუსისთვის" ახალი მებრძოლების რეკრუტირებას. მაგრამ, წვრთნის შემდეგ, მათი უმეტესობა არა აფრიკაში, არამედ უკრაინაში იგზავნება.

ლავროვი: აშშ-სთან ვითანამშრომლებთ უკრაინის ომის საკითხზე, ირანის მიმართ მისი ქმედების მიუხედავად

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვი, მართალია, გმობს სამხედრო ქმედებებს ირანის წინააღმდეგ, მაგრამ კვლავ ერთგულია აშშ-სთან თანამშრომლობისა, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 5 მარტს განაცხადა. რუსეთმა მკვეთრად გააკრიტიკა აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები ირანზე და მათ აგრესია უწოდა. ამავდროულად, მან არ თქვა უარი აშშ-სთან სხვა საკითხებში თანამშრომლობაზე. რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, პირადად ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედების შესახებ. Читать дальше...

სამთავრობო ქალაქის არქიტექტურული ტენდერი შეწყდა

Radiotavisupleba.ge 

მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში, არსენალის მთაზე „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის ტენდერი შეწყვიტა. მიზეზი ის არის, რომ შესაძლოა ტექნიკური დავალება გადაიხედოს.

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. სამინისტროს ცნობით, 5 მარტს რუსეთში დაბრუნდა 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ჩავიდა 200 უკრაინელი სამხედრო ტყვე. მან გამოაქვეყნა მათი ფოტოები და ვიდეოები. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გაცვლაში შეერთებული შტატები დაეხმარა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი 5-6 მარტს სამხედრო ტყვეებს 500-500-ზე პრინციპით გაცვლიან. Читать дальше...

გენერალი მარკ კიმიტი: „დიდი ალბათობით, ომის მეხუთე წლისთავსაც ვიხილავთ“

Radiotavisupleba.ge 

“რუსები 2026 წელსაც ისე იბრძვიან, როგორც 1944-ში იბრძოდნენ”, - ეუბნება ამერიკელი გენერალი მარკ კიმიტი რადიო თავისუფლებას.




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России