Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ირანის მიერ აზერბაიჯანზე 5 მარტის თავდასხმას

0

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენმა დაგმო, მათივე შეფასებით, ირანის მიერ აზერბაიჯანში განხორციელებული „უმიზეზო“ თავდასხმა დრონით და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს რეგიონში თავის პარტნიორებს, იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება.
„ეს დარტყმები აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა და ირანის აგრესიის უსაფუძვლო ესკალაციაა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ტომი პიგოტის განცხადებაში, რომელიც მან 7 მარტს გააკეთა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები სრულ სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანს ამ საფრთხეების წინაშე:

„ჩვენს რეგიონულ პარტნიორთა ტერიტორიაზე თავდასხმები მიუღებელია და მათ აუცილებლად დახვდება აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მიმართ“.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 მარტს, ნახიჩევანის აეროპორტის რაიონზე ირანის ტერიტორიიდან დრონებით შეტევა იყო.
მათივე ცნობით, ერთი დრონი ჩამოვარდა ნახიჩევანის აეროპორტის ტერმინალთან, ხოლო მეორე სოფელ შაქარაბადიში, სკოლის შენობის მახლობლად. 5 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი.
ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დრონებით შეტევა და მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა ისრაელს, რომელსაც „სიონისტურ რეჟიმს“ უწოდებს.
აზერბაიჯანი, რომელმაც 5 მარტს, მობილიზაცია გამოაცხადა და ირანთან ყველა ტიპის სახმელეთო მიმოსვლა აკრძალა, - ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ილჰამ ალიევმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია და განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს დავალებული აქვთ საპასუხო ზომების მომზადება და განხორციელება.
შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России