Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ირანმა მიანიშნა, რომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად დანიშნეს მოჯტაბა ხამენეი

0

ირანის მმართველმა საბჭომ ("ექსპერტთა საბჭომ") მიიღო გადაწყვეტილება ისლამური რესპუბლიკის ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნის შესახებ. გადაწყვეტილება მიიღეს კვირას, 8 მარტს, მას მერე, რაც ერთი კვირის წინ აშშ-ისა და ისრაელის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლულ იქნა აიათოლა ალი ხამენეი. ამის შესახებ საბჭოს რამდენიმე ანონიმმა წევრმა გაავრცელა ინფორმაცია მემკვიდრის ვინაობის დაუსახელებლად.

როგორც AFP იტყობინება, მმართველი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მიანიშნა, რომ საქმე ეხება ალი ხამენეის ვაჟს, მოჯტაბას.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხამენეის მისი ვაჟი ჩაანაცვლებდა, უკვე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-ისთვის 5 მარტს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება მოჯტაბა ხამენეის დანიშვნას და რომ პირადად აპირებს ირანის ახალი ლიდერის შერჩევაში მონაწილეობას.

„ტყუილად კარგავენ დროს. ხამენეის ვაჟი არარაობაა. მე უნდა მივიღო დანიშვნაში მონაწილეობა, ისევე, როგორც დელსის (ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგო. - რედ.) შემთხვევაში,“ თქვა ტრამპმა.

ამასობაში ისრაელის თავდაცვის არმიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის მიზანში ამოიღებს ნებისმიერს, ვინც ალი ხამენეის შეცვლის ირანის უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე.

ირანის უზენაესი ლიდერი, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს დაიღუპა. მისი სიკვდილის გამო ირანში 40-დღიანი გლოვა გამოაცხადეს.

ალი ხამენეი ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი იყო 1989 წლიდან.

მისი სიკვდილის შემდეგ ირანს დროებით მართავს საბჭო, რომლის შემადგენლობაში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან ერთად არიან სასამართლო ხელისუფლების მეთაური და „კონსტიტუციის გუშაგთა“ საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

უზენაეს ლიდერს, რომელსაც ეს თანამდებობა სიცოცხლის ბოლომდე უკავია, „ექსპერტთა საბჭო“ ირჩევს. 88-წევრიანი ორგანო ისლამური სამართლის სპეციალისტებად მიჩნეული პირებისგან შედგება და მას ირანის მოქალაქეები ირჩევენ ყოველ რვა წელიწადში ერთხელ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России