Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი გადაწყვეტს რა იქნება "უპირობო დანებება" ირანის მხრიდან

0

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა იქნება "უპირობო დანებება" ირანის მხრიდან, აშშ-სა და ისრაელის მიერ ერთობლივად წარმოებული დაბომბვის ფონზე - აცხადებს თეთრი სახლი 10 მარტს, ომის შესაძლო ხანგრძლივობის თაობაზე შეკითხვების პასუხად.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის ამ განცხადებებს წინ უძღოდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის მიერ გამოთქმული გაფრთხილება "ირანზე თავდასხმების ყველაზე ინტენსიური დღის" შესახებ, ასევე ტრამპის განცხადება, რომ საომარი კამპანია "ძალიან მალე" დასრულდება.

"საბოლოო ანგარიშით, ოპერაციები დასრულდება მაშინ. როცა მთავარსარდალი გადაწყვეტს, რომ სამხედრო მიზნები მიღწეულია, სრულად განხორციელებულია, და ირანი სრულად და უპირობოდ დანებდა - იმის მიუხედავად ისინი ამას პირდაპირ იტყვიან, თუ არა" - უთხრა ლივიტმა ჟურნალისტებს.

ტრამპმა 7 მარტს თავის პლატფორმაზე, Truth Social-ზე დაწერა - "ირანთან შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო დანებებისა".

ტრამპი "არ ამბობს, რომ ირანის რეჟიმი გამოვა და ამას თავად იტყვის" - თქვა ლივიტმა და დასძინა - "იგი დაადგენს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების მდგომარეობაში, როცა ისინი აღარ წარმოადგენენ პირდაპირ და სარწმუნო საფრთხეს აშშ-სთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის".

9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე და ინტერვიუებში ტრამპი აცხადებდა, რომ ომი მალე დასრულდება. ამ განცხადებებმა შეამსუბუქა მღელვარება საფინანსო ბაზრებზე და შეამცირა ნავთობის ფასი, მკვეთრი ზრდის შემდეგ.

თუმცა ბუნდოვანება შენარჩუნდა, და ჰეგსეთმაც მასშტაბურ თავდასხმებზე ილაპარაკა 10 მარტს. მისი თქმით, მიზანია ირანის რაკეტების და სამხედრო წარმოების ობიექტების, ასევე ირანის საზღვაო ფლოტის განადგურება.

სოციალური მედიით 10 მარტს გავრცელებული ცნობების თანახმად, ამ დღეს დარტყმები უფრო ინტენსიური და ფართო იყო წინა დღეებთან შედარებით - აფეთქებები ისმოდა მათ შორის თეირანში, ქარაჯში, ისპაანში, ზენჯანში, თავრიზში, არაქში, ბუშირში, კეშმში.

აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან ირანზე ყოველდღიური დარტყმები დაიწყო 28 თებერვალს, რასაც თეირანმა უპასუხა დრონების და ბალისტიკური რაკეტების გაშვებით სპარსეთის ყურის რეგიონში.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России